ენერგოეფექტურობა

რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს EBRD ნენსკრას ჰესის მშენებლობაში?

EBRD 2022 წლიდან აღარ ჩადებს ინვესტიციებს წიაღისეული საწვავის პროექტებში

2022 წლიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ინვესტირებას მხოლოდ იმ პროექტებში განახორციელებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ პარიზის კლიმატის შეთანხმების მიზნებს, განაცხადა ალექსანდრე ნიკოლაენკომ, ბანკის მწვანე ეკონომიკისა და კლიმატის ცვლილების წამყვანმა მენეჯერმა. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს გადაწყვეტილი აქვს, რომ 2022 წლიდან ინვესტიციების 100%  შეესაბამებოდეს პარიზის შეთანხმების მიზნებს, რითაც ხელს შუწყობს გლობალური საშუალო ტემპერატურის 1,5 გრადუსზე მეტი ცელსიუსით მატების თავიდან აცილებას“, – ...

Read More »

თურნავა: სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტები აუცილებლად უნდა განვითარდეს

სხვადასხვა დარგში მომზადებული გვაქვს ორმოცამდე საინვესტიციო პროექტი, რომელიც თავის წილ მილიარდობით ახალ ინვესტიციას მოიტანს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას. „ამ პროექტებს ეკონომიკური გუნდის შიგნით ვამუშავებთ და პრემიერ-მინისტრს გავაცანით. ეს არის მაგალითად, განახლებადი ენერგეტიკის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება, არა მხოლოდ ჰესები, საუბარია ქარის ენერგიაზე, მზის ენერგიაზე და ისეთ ახალ ტექნოლოგიაზე, ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმი მიზნად ისახავს სენბისთვის სავაჭრო პლატფორმისა და ყველა იმ თანმდევი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას, რომელიც საჭიროა გამჭვირვალე და კონკურენტული ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ჩამოყალიბებისთვის. შეგახსენებთ, რომ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა USAID-ის მიერ 2020 წელს შემუშავებული  ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიის ნაწილია.  სტრატეგიის მთავარი მიზანია ...

Read More »

ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ჩინეთი ქვანახშირის წარმოებას ზრდის

ჩინეთმა 2021 წელს, ქვეყანაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ქვანახშირის წარმოება 4,7%-ით გაზარდა. აღნიშნულს 17 იანვარს ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს. ჯამში, 2021 წელს, ქვეყანაში 4,07 მილიარდი ტონა ქვანახშირი იქნა მოპოვებული, რაც 4,7%-ით მეტია 2020 წელთან და 5,6%-ით მეტი – 2019 წელთან შედარებით. რაც შეეხება ნახშირის იმპორტს, ის გასულ წელს 6,6%-ით გაიზარდა და 320 მლნ ტონა შეადგინა. მხოლოდ ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ევროპის ატომურ სადგურებს, 2050 წლისთვის, $568 მილიარდის ინვესტიცია სჭირდება

ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისიის წევრის განცხადებით, ბლოკს ახალი თაობის ატომური ელექტროსადგურებისთვის, დღეიდან 2050 წლამდე, $568 მილიარდის ინვესტიცია დასჭირდება. ტიერი ბრეტონი მიიჩნევს, რომ მხოლოდ არსებული ატომური სადგურები, 2030 წლამდე, 50 მილიარდი ევროს ინვესტირებას საჭიროებს, ხოლო ახალი თაობისთვის 500 მილიარდია აუცილებელი. ბრეტონმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირის გეგმა, ინვესტიციების მწვანე წყაროდ ბირთვული ენერგიისა და ბუნებრივი აირის განხილვის შესახებ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ატომური სადგურებისთვის ...

Read More »

ელექტრომობილების გარემოზე ზემოქმედება: დადები თი და უარყოფით მხარეები

თამამად შეგვიძლია, 21-ე საუკუნეს ელექტრომობილების ერა ვუწოდოთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ელექტრომობილებმა ფაქტობრივად დაიპყრეს მსოფლიო საავტომობილო ბაზარი. ექსპერტების ვარაუდით, უახლოეს მომავალში ისინი სრულად ჩაანაცვლებენ ტრადიციულ, შიდაწვისძრავიან ავტომობილებს. ელექტრომობილების დიდი უპირატესობა მათი ენერგოეფექტიანობაა, რაც დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა მსოფლიოსთვის. ელექტრომობილი სამჯერ უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე შიდაწვისძრავიანი მანქანა. ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს არავითარი გამონაბოლქვი. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და ...

Read More »

შესაძლოა, Hyundai-მ შიდაწვის ძრავების წარმოება შეწყვიტოს

გასულ კვირას კორეული ავტომწარმოებელი Hyundai მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა: საქმე ისაა, რომ რამდენიმე ავტორიტეტულმა გამოცემამ, სანდრო წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ Hyundai მანქანების შიდაწვის ძრავების წარმოების შეწყვეტას აპირებს, რათა კომპანიის რესურსები ელექტრომანქანების წარმოებას მოახმაროს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება, მიუხედავად მისი მოულოდნელობისა, აზრს მოკლებული არ არის, რადგან ის სრულად თანხვდენილია 2030 წლისათვის შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების წარმოების აკრძალვის ტენდენციასთან, რომელიც მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ფიქსირდება, მათ შორის ...

Read More »

“2022 წელს ფასები ენერგომატარებლებზე ევროპაში მაღალი დარჩება”

2021 წელს სიცივისა და უქარო ამინდის ფონზე ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა, რასაც რუსეთის მიერ ექსპოტის შემცირებაც დაემატა. ანალიტიკოსების აზრით ცისფერი საწვავი უახლოეს თვეებში ძვირი დარჩება, რადგან გაზის მილსადენის ბოლომდე ჩანაცვლების შესაძლებლობა ამ დროისთვის არ არსებობს. ევროპაში გათბობის სეზონი აპრილის შუა რიცხვამდე გრძელდება და თუ ცივი და უქარო ამინდი შენარჩუნდება და „ტოქსიკური“ წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის დეფიციტის ფონზე, მოთხოვნა გაზზე გაიზრდება და ...

Read More »

იაპონიაში ზღვაში მსოფლიოში პირველი ელექტრო ტანკერი ჩაუშვეს

იაპონურმა გემთმშენებელმა კომპანიამ Koa Sangyou წყალში ჩაუშვა მსოფლიოში პირველი ელექტრო ტანკერი. აღნიშნულთან დაკავშირებული ცერემონია კაგავას პრეფექტურაში (კუნძული სიკოკუ) გაიმართა. ხომალდი აგებულია კომპანია Asahi Tanker-ის დაკვეთით და მისივე პატივსაცემად ეწოდა „ასაჰი“. ტანკერის სიგრძეა 62 მეტრი, ხოლო მისი ნავთობპროდუქტების საცავის მოცულობა გახლავთ 1,28 ათასი კუბური მეტრი. ის აღჭურვილია ლითიუმ-იონური ელემენტებით , რომლის ჯამური მოცულობა 3480 კვტ საათია. ტანკერს შეუძლია ერთჯერადი დამუხტვით 150-180 ...

Read More »

EBRD-მა წელს $200 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა, პერსპექტივას ენერგეტიკაში ხედავს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2021-2026 წლების სტრატეგია წარადგინა, რომელიც კონკურენტუნარიანობაზე, ინკლუზიურობაზე, რეგიონულ და მწვანე განვითარებაზეა ორიენტირებული. EBRD-ის ინვესტიციები, ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან 4.53 მლრდ  ევროს შეადგენს 269 პროექტში – ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში. ხოლო, ინვესტიციების 78% კერძო სექტორზე მოდის. როგორია ევრობანკის გეგმა მომდევნო ხუთ წელში და როგორ აფასებს საფინანსო ინსტიტუტი ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებს –  “ბიზნესპარტნიორს“ EBRD-ის რეგიონალურმა ...

Read More »
Menu Title