სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და ზედამხედველობის სააგენტომ 2020 წლის 22 აპრილს, საკანონმდებლო მოთხოვნების უხეში დარღვევებით, უსაფუძვლოდ გასცა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და მშენებლობის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.
Read More »