პოზიცია

სოსო ფხაკაძე – საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს

საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სოსო ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს. „დღეს არის არაორდინალური ვითარება ომის გამო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ისეთი პროცესი, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთ-უკრაინას შორის ასევე ამერიკამ თავისი რეზერვებიდან ...

Read More »

შალვა გორგობიანი: ჩვენი გუნდის საქმიანობა ხელს უწყობს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებას

შალვა გიორგობიანი პროფესიით ინჟინერია, შუახევი ჰესის  ელექტო მექანიკურ გუნდს ხელმძღვანელობს. კომპანია ,,აჭარისწყალ ჯორჯიას’’ 2020 წელს შემოუერთდა, თუმცა მისი კარიერა ენერგო სექტორში 2007 წლიდან იწყება.  მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობის მანძილზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მისი და მისი გუნდის მიერ სხალთა ჰესის წარმატებით ოპერირებაში შესვლა მიაჩნია. თვლის, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგო პროექტში მუშაობს, რომელსაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში. ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკურ საბჭოს საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მონიტორინგის ანგარიშის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, კონკურენციის ეროვნულ სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროები, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივად იმუშავებენ. როგორც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, შუალედურმა ანგარიშმა ...

Read More »

“ევროპისთვის რუსული ენერგომატარებელის ჩამნაცვლებელი აზერბაიჯანული და ყაზახური ნავთობი იქნება, რომელიც საქართველოზე გაივლის, ამით კი, საქართველო სატრანზიტო ჰაბი გახდება”

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი წარუდგინა. წევრი ქვეყნების თანხმობის შემთხვევაში, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ბლოკისთვის შესაძლოა, წყალგამყოფი აღმოჩნდეს. რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულ გაერთიანებას ენერგორესურსების ალტერნატიული გზების მოძებნა მოუწევს. როგორც ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, ალტერნატიული გზა საქართველო იქნება. მისივე თქმით, დაიტვირთება შუა დერეფანი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მშპ 2%-ით გაიზრდება. ევროკავში ...

Read More »

რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს

ბერლინში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს. „ვითარება იმდენად გართულდა, რომ ენერგორესურსები, როგორც იარაღი, ბევრ სფეროში გამოიყენება“, – განაცხადა ჰაბეკმა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია ორიენტირებულია ზამთრისთვის გაზსაცავების ნედლეულით შევსებაზე. მისი თქმით, გაზსაცავები ამ დროისთვის 40%-ითაა შევსებული. ჰაბეკის თმით, გერმანია შეეცდება და გააკეთეს ყველაფერს, რომ გაზის ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნოს. „გერმანულ ენერგეტიკულ კომპანიებს ფინანსური გარანტიები მიეცემათ, რადგან მათ ახალი კონტრაქტების გაფორმება უფრო ...

Read More »

„პირდაპირ გიფიქსირებთ – ერთადერთი იაფი საწვავი, რომელმაც შეიძლება ფასის სტრუქტურა შეცვალოს არის რუსული პროდუქტი“

„პირდაპირ გიფიქსირებთ – ერთადერთი იაფი საწვავი, რომელმაც შეიძლება ფასის სტრუქტურა შეცვალოს, არის რუსული პროდუქტი,“ – ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ კონკურენციის სააგენტოს მიმართა, დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. როგორც პრემიერმა განმარტა, ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის ...

Read More »

გურამ გურამიშვილი: წელიწადში 2 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ხდება

ყაზახეთმა საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა უკვე დაიწყო. ეკონომიკის მინისტრის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ტვირთი წელიწადში 2 მილიონ ტონას შეადგენს. “უკვე არის განაცხადი და დაიწყო ყაზახურმა ნავთობმა ტრანსპორტირება, რომელიც შეადგენს წელიწადში 2 მილიონ ტონას. ასევე, ყაზახური სხვა ნავთობპროდუქტები 600 000 ტონა იქნება. ასევე, იგეგმება 2.5 მილიონი სხვადასხვა მშრალი და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება, როგორიცაა გოგირდი და სხვა. კონტეინერების ზრდაც იქნება. მოლოდინი გვაქვს, რომ ...

Read More »

იელენი: რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო გლობალურ ეკონომიკას საფრთხის წინაშე აყენებს

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აშშ-ს ეკონომიკა კვლავ მყარად დგას, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდა. იელენი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული ეკონომიკური ვითარება გლობალურ რისკებს წარმოშობს. “ეკონომიკური პერსპექტივა ძალიან გაურკვეველია, გლობალური საფრთხე კი – საკმაოდ რეალური. მე ვღელავ სასაქონლო ბაზრებზე, რუსეთიდან და უკრაინიდან შეფერხებულ ექსპორტზე, რომელიც ...

Read More »

“გაზში გადახდილი ჩვენი ევროებით აშენდა რუსეთის გაუმაძღრად მდიდარი სამეფო”- ინტერვიუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან

„დასავლეთის ბევრი ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე, და მათთვის ეს დილემად იქცა – ამ გაზის ონკანს ან ჩართულს ვტოვებთ და რუსეთისთვის ევროების გადახდას ვაგრძელებთ, ან ვკეტავთ და… გვცივა ზამთარში. პასუხი? მე ვიტყოდი, რომ დიახ, ზოგჯერ შეიძლება შეგცივდეს კიდეც. განსაკუთრებით, თუ ამას შეადარებ იმ ტანჯვას, რომლის გადატანაც დღეს უკრაინელ ხალხს უწევს. ყველამ რაღაც უნდა გავიღოთ”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროსაბჭოს ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე: კომპანიებს საწვავზე გაცილებით უფრო მისაღები ფასების შეთავაზების რესურსი აქვთ

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას და ბოლო ოთხი თვის მონაცემებს შეისწავლის. განცხადება ამის შესახებ, სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ -„ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ გააკეთა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასების კლების ტენდენცია, რომელიც 12-14% შეადგენს, 6 მარტიდან ფიქსირდება. მისივე თქმით, ამავე პერიოდიდან იწყება ადგილობრივი ვალუტის კურსის გამყარების პროცესიც. „ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში იმპორტირებული საწვავის ფასსაც და გაიაფების ...

Read More »
Menu Title