პოლიტიკა

ოჩამჩირე-გალის რკინიგზის მონაკვეთი ისეთივე მკვდარი იქნება, როგორც სოხუმი-ოჩამჩირის არის

ოჩამჩირე-გალის რკინიგზის მონაკვეთი ისეთივე მკვდარი იქნება, როგორც სოხუმი-ოჩამჩირის არის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ოჩამჩირე-გალის მიმართულებით რკინიგზის მონაკვეთი ისეთივე მკვდარი იქნება, როგორც არის სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთი. როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმი-ოჩამჩირის ქართული მონაკვეთი აღდგა, იქ არც ერთ მატარებელს არ გაუვლია. ზაქარეიშვილის თქმით, ახლა, როგორც ჩანს, ოჩამჩირიდან გალის მიმართულებით რკინიგზის გაწმენდა მიმდინარეობს. “არავითარი არსებითი სიახლე ამ მხრივ არ არის გარდა იმისა, რომ წმენდენ ...

Read More »
თბილისში დენის ტარიფის შესახებ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დამოკიდებულია შემდგომ პროცესებზე

თბილისში დენის ტარიფის შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებულია შემდგომ პროცესებზე

სემეკში, “თელასის” სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებაში ყველა მნიშვნელოვან კომპონენტზე მუშაობა დასრულდა. ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, კომისიის აპარატიდან მონაცემები ცნობილია, თუმცა ეს არის პირველადი და სამუშაო ვარიანტი. „პროცესები მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს. რისი გარანტიც არის თვითონ ენერგოომბუდსმენის აპარატი მარეგულირებელ კომისიასთან ერთად. პროცესი არის აბსოლუტურად საჯარო და შესაძლებლობა გვაქვს, ყველა დაინტერესებულ პირს მასში მონაწილეობა მივიღოთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ენერგოომბუდსმენმა. სალომე ვარდიაშვილის თქმით, ...

Read More »
ნავთობის ფასების კლების გამო რუსული გაზის ჩინეთისთვის მიწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

ნავთობის ფასების კლების გამო რუსული გაზის ჩინეთისთვის მიწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

მოლაპარაკებები რუსული გაზის ჩინეთისთვის მიწოდების შესახებ გართულდა ნავთობზე ფასების მკვეთრად დაცემის გამო, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ლინ ცზიმ. ჩინეთის წარმომადგენელმა დასძინა, რომ არც ერთი მხარე არ ისახავს მიზნად ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას დასავლეთის მარშრუტით გაზის მიწოდების შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სექტემბერში დაგეგმილი ვიზიტის მსვლელობისას. იმის შესახებ, რომ ეს კონტრაქტი შესაძლოა, ...

Read More »
ახალი აბრეშუმის გზის ქართული გამოწვევები - ნაწილი 2

ახალი აბრეშუმის გზის ქართული გამოწვევები – ნაწილი 2

ნავთობის ინფრასტრუქტურის გამოწვევები ჯერ კიდევ 2009 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ 2015 წლისათვის რესპუბლიკაში ნავთობის წარმოება ყოველწლიურად 60-65 მლნ ტონას მიაღწევდა, რაც საექსპორტო მილსადენებს სრულად შეავსებდა. თუმცა, 2010 წლის III კვარტალში ქვეყანაში   ნავთობის მოპოვების პიკის მიღწევის შემდეგ (ამ წელს მოპოვებული იქნა 50.83 მლნ ტონა ნავთობი), ამ მაჩვენებლის კლება შეინიშნება. კერძოდ, 2011 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ 45.3 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად ...

Read More »
კახა კალაძე: ჩვენ უნდა ავითვისოთ ქვეყანაში არსებული ჰიდროპოტენციალი

კახა კალაძე: ჩვენ უნდა ავითვისოთ ქვეყანაში არსებული ჰიდროპოტენციალი

ენგურჰესის თაღოვან კაშხლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სიტყვით წარდგა და ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისებაზე ყურადღება გაამახვილა. „2015 წელს ევროსაბჭოს და იუნესკოს გადაწყვეტილებით ევროპული კულტურის მემკვიდრეობის დღეების მთავარი თემა ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება და ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი პატივია, რომ ენგურჰესი მოხვდა ამ სიაში. ჩვენ ვიმყოფებით ქართული ინჟინეერის ეროვნული ჰიდრომშენებლობის უნიკალურ ძეგლთან – ენგურის კაშხალთან. ...

Read More »
engurhesis-ენგურჰესის

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ენგურჰესი ქვეყნის ის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს “ენგურჰესის” ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით, ქალაქ ჯვარში, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის ...

Read More »
ირანი ქართულ წყალს ნავთობსა და გაზში გაგვიცვლის?

ირანი ქართულ წყალს ნავთობსა და გაზში გაგვიცვლის?

ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოდან და სომხეთიდან მიღებული წყლით გეგმავს. თეირანში ამბობენ, რომ მხარეებთან შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია. სომხურ მედიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ ირანელების იდეაა და ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საქართველოდან ირანში სასმელი წყლის შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა ...

Read More »
ორთაჭალჰესის წართმევის ისტორია

ორთაჭალჰესის წართმევის ისტორია

“2009 წლის იანვრიდან წაგვართვეს და “ენერგო პროს” გადასცეს ისე, რომ ხელშეკრულების პირობები უხეშად დაარღვიეს” გასულ წლებში დატრიალებულ მოვლენებს ათეულობით ადამიანის ბიზნესინტერესები შეეწირა. ეს ადამიანები დღემდე ვერ პოულობენ სამართალს და ვერც უკანონოდ წართმეულ ქონებას იბრუნებენ. მათ შორის არიან შპს “ორთაჭალენერჯის” წარმომადგენლებიც. ეს კომპანია 1994 წლიდან, იჯარისა და ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად მართავდა სახელმწიფო ქონებას- ორთაჭალჰესს. ორთაჭალჰესის მფლობელები 2008 წლის ბოლოს, საიჯარო ვადის ამოწურვამდე ...

Read More »
საბერძნეთი სოკართან გაზის სისტემის მიყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

საბერძნეთი სოკართან გაზის სისტემის მიყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

საბერძნეთი და აზერბაიჯანი SOCAR-სთვის DESFA-ს აქციების მიყიდვას განიხილავენ,-აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული Trend.az წერს. აღნიშნული თემა საბერძნეთის მინისტრის პანოს სკერლეტისა და SOCAR Energy SA Greece-ის გენერალური დირექტორის ანარ მამედოვის შეხვედრაზე იქნა განხილული. საბერძნეთი, DESFA-ს 49% აქციების მიყიდვას განიხილავს სოკარისთვის. 2013 წლის დეკემბერში სოკარმა მოიგო ტენდერი DESFA-ს 66% აქციების 400 მილიონ ევროდ ყიდვის შესახებ. “ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს საბერძნეთისა და ევროკავშირის შორის რეგულაციების პრობლემაა. ჩვენ გავიმარჯვეთ ტენდერში და ...

Read More »
ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე საუბარი რეალურია

ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე საუბარი რეალურია

ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასტან დაკავშირებით ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ ტარიფის გაზრდა არ მოხდება დარგის დანგრევის საშიშროება დადგება და ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე საუბარი შეიძლება რეალური გახდეს. “კომისიას აუცილებლად მოუწევს ტარიფის გაზრდა, შემდეგ ალბათ სახელმწიფოს მოუწევს სუბსიდირება, წინააღმდეგ შემთხვევაში დარგი დაინგრევა და ენერგო-პროს განცხადება, რომ მოსალოდნელია გრაფიკი, მათ ეს არ უთქვამთ ...

Read More »
Menu Title