სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 621 972 ათასი ლარი ჩამოაწერა

მიუხედავად ამბიციური საინვესტიციო გეგმებისა, ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება - სემეკი

ენერგოეფექტურობისა და ემისიების შემცირების საკითხებზე მსოფლიო ლიდერები დუბაიში, COP28-ზე შეიკრიბებიან

სემეკმა 7 კომპანია დააჯარიმა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია ევროკავშირის ბაზარზე ელექტროენერგიის გატანა

ელექტროენერგია
რა პროექტები მიმდინარეობს სსე-ში იურიდიული, სოციალური, გარემოს დაცვისა და ნებართვების მიმართულებით?

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ საკანონმდებლო, სტრუქტურული და პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციური მოდული დანერგა.სსე-ს ცნობით, აპლიკაციას - All Projects ანალოგი არ გააჩნია. ის უზრუნველყოფს სოციალური, გარემოსდაცვითი და ტექნიკური საკითხების უკეთ მართვას, სადაც შესაძლებელია ინტეგრირდეს სხვადასხვა ტიპის მილიონობით დოკუმენტი.მოდულის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დონორი ორგანიზაციების - აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), KfW-ის განვითარების ბანკის რეგიონალურ დირექტორებს და გარემოს დაცვისა და სოციალურ ექსპერტებს გააცნო.სსე-ს ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად აღიარეს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნებს გაუწიეს რეკომენდაცია გაიზიარონ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მართვის გამოცდილება და  ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა დანერგონ ინოვაციური მოდული.შეხვედრისას, ვანო ზარდიაშვილმა ისაუბრა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ იურიდიული, გარემოს დაცვის, სოციალური და ნებართვების მიმართულებით განხორციელებულ  პროექტებზე: მთავრობის განკარგულებით, სსე-ის მიერ განსახორციელებელ პროექტებს მიენიჭა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების სტატუსი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდა სისტემური რეგისტრაციის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით, მიწის შესყიდვისა და კომპენსაციების გაცემის საკითხების დაზუსტებისა და უნიფიცირების მიზნით, მომზადდა და განსახილველად გაიგზავნა განსახლების კანონი, რაც უზრუნველყოფს დაურეგულირებელი სფეროს გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას და შესაბამისობაში მოიყვანს საქართველოს კანონმდებლობას საერთაშორისო რეგულაციებთან. საქართველოს პარლამენტშია ინიცირებული ლიცენზირებისა და ზედამხედველობის კანონი, რომელიც ითვალისწინებს ელექტრული ქსელის მოწყობის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი სააგენტოს შექმნას, რომლის თანახმადაც, განხორციელდება, როგორც მშენებარე, ასევე უკვე აშენებული ნაგებობების კონტროლი. პროექტების ეფექტიანად მართვისთვის, შეიქმნა მიწის რეგისტრაციის სტრუქტურული ერთეული, რომლის ჩართულობითაც სსე-მ მოიპოვა წვდომა არქივის პროგრამაზე „ატომი“, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა და მოკლე დროში გახადა შესაძლებელი კერძო მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია და მათზე უფლების მოპოვება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, უმოკლეს დროში გახდა შესაძლებელი პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებად და დატვირთვა სერვიტუტის უფლებით. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოხდა განსახორციელებელი პროექტების ინტერესის ბუფერის რეგისტრაცია-დაფიქსირება ფენად. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის განკარგულებით, დადგინდა მინიმალური კომპენსაციის ზღვარი, რითაც გამარტივდა მოლაპარაკებების წარმოების პროცესი პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული ნაკვეთების მფლობელებთან. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სტრუქტურული ერთეულის საქმიანობა და გამოთქვეს მზაობა შემდგომი თანამშრომლობისთვის, რათა ხელი შეუწყონ გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემის სრულყოფას.

საქართველო და ყირგიზეთი მწვანე ენერგიის განვითარების საკითხებში ითანამშრომლებენ

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული „მწვანე ენერგიის ფონდის“ დირექტორმა ემილბეკ ოროზბაევმა ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.„ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, მემორანდუმის მიზნებს წარმოადგენს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობის დამყარება და განვითარება, მწვანე ენერგიის ჭრილში მარეგულირებელი ჩარჩოს, ტექნიკური სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლას და ცნობიერების ამაღლებას განახლებადი ენერგიის განვითარების სფეროში არსებული ერთობლივი მიზნების მისაღწევად.ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვასა და განახლებადი ენერგეტიკული პროექტების წარმატებით განვითარებას.

მეორე CFD აუქციონის საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის კერძო სექტორს შეხვდება

მეორე ე.წ. CFD აუქციონი ნოემბრის ბოლოს გამოცხადდება. მანამდე კი, საკითხზე, ენერგეტიკის კერძო სექტორთან ეკონომიკის სამინისტრო შეხვედრას გამართავს.„პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2022 წელთან შედარებით ენერგეტიკის დარგში გაორმაგებულია. 100 მლნ არის ევროკავშირიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ CFD მექანიზმი მუშაობს და ამას გრძნობს კერძო სექტორი. ვაპირებთ, რომ მომდევნო აუქციონი ნოემბრის ბოლის გამოვაცხადოთ. ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს კერძო სექტორთან. უბრალოდ, გვინდა ძირითად ხედვებზე ჩამოვყალიბდეთ - თუ რა ტექნოლოგიებში რამდენ მეგავატს ვაცხადებთ და ა.შ. რათა ეს მათთვის არ იყოს უცხო და მოემზადოს სექტორი. ამის შემდეგ გამოვაცხადებთ მეორე აუქციონს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა ბაზარი მზად არის იმისთვის რომ ორმაგი - 600 მგვტ-ის სიმძლავრე გამოვიტანოთ აუქციონზე და დარწმუნებული ვარ, მიუხედავად გაორმაგებული მოცულობისა, აღნიშნული აუქციონიც საკმაოდ გამჭვირვალედ ჩატარდება და კონკურენცია იქნება საკმაოდ მაღალი“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.კითხვაზე, ხომ არ კარგავს ენერგეტიკის სექტორი მიმზიდველობას მსხვილი ჰიდროსადგურების შეჩერებული პროექტების ფონზე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოს ენერგეტიკულმა სექტორმა შეიძინა კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა, ვიდრე ოდესმე.„დღესდღეობით, ენერგეტიკას არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოში აქვს ისეთი მნიშვნელობა შეძენილი, როგორიც არასდროს.ჩვენ ტექნოლოგიური გარღვევის ეპოქაში ვართ, სადაც ელექტრომობილები და ელექტროხელსაწყოები სულ უფრო მრავლდება და გარდა ამისა, მსოფლიოში სახეზეა მწვანე გარდაქმნა, რომელიც ტრენდული და აუცილებელია. ამ ფონზე საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი რესურსი. ინვესტიციების გაორმაგება აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. აუქციონები, უნივერსიტეტებთან მემორანდუმები, ახალგაზრდების დაინტერესება და სხვა საქმეები გვაფიქრებინებს იმას, რომ ქართულ ენერგეტიკას საკმაოდ წარმატებული მომავალი ელის, რაც საბოლოო ჯამში, თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ეს ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენს რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვან მოთამაშედ ქცევას“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

ევროპის ბანკებს შავი ზღვის კაბელის პროექტზე პრეზენტაცია წარვუდგინეთ - რომეო მიქაუტაძე

ევროკავშირი-საქართვლოსთვის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში დახმარება აუცილებლად იქნება, როგორც ტექნიკური, ასევე, ფინანსური - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძე ისაუბრა.მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ პროექტის შესახებ ევროკომისრის მიერ მიწვეულ ევროპულ ბანკებს პრეზენტაცია წარუდგინა.„ევროკომისარმა შეხვედრაზე მოიწვია ევროპის ბანკები, რომელთაც, ჩვენ წარვუდგინეთ პრეზენტაცია - თუ რა სიახლეები გვაქვს პროექტის კვლევაში და წარვუდგინეთ ახალი ინფორმაცია, გარემოებები, რომელიც ამასთან დაკავშირებით გვაქვს. ცალსახაა, რომ ევროკომისია, ევროკავშირი ხედავს საქართველოს, როგორც რეგიონს, სადაც არის განახლებადი, აუთვისებელი, მწვანე ენერგიის წყარო და აუცილებელია ამის ათვისება. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და ორმხრივად პროდუქტიული საკითხი, სადაც ევროკავშირი საქართველოს უყურებს როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს - რომ მოხდეს ამ რესურსის ათვისება და მერე მისი ექსპორტირება ევროპაში“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.რაც შეეხება ევროპული ბანკებისთვის პროექტის წარდგენას, მისივე თქმით, ეს პირველად არ მომხდარა.„გარკვეული ცვლილებებია მსოფლიოში და კიდევ ერთხელ, ყველამ დაინახა ენერგოდამოუკიდებლობის და დივერსიფიცირების, საკუთარი რესურსის საჭიროება. დღევანდელი მსოფლიოც იქით მიემართება, რომ მწვანე გარდაქმნა მოხდეს და შემცირდეს ზეწოლა ტრადიციულ რესურსებზე, ნავთობზე - ჩანაცვლდეს მწვანე ენერგიით. ამ მიმართულებაში, საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი გააჩნია ევროპისთვის. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ის ჰარმონიზება, რაც მიმდინარეობს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელოვნად ვუდგებით ამ საკითხს“ - აცხადებს რომეო მიქაუტაძე.