პოლიტიკა

ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტში, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას აპირებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტში ცვლილებებს, კერძოდ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა. მათ შორის, მალტა, საბერძნეთი და უნგრეთი. ამასთან, ევროკავშირის მიზანი ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, თუმცა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. მნიშნელოვანია ისიც, რომ ...

Read More »

ვიდეოკონფერენცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირის მიერ ნავთობის პოტენციურ აკრძალვაზეა ფოკუსირებული, გადაიდო, რადგან უნგრეთი აღნიშნული წინადადების დაბლოკვას აგრძელებს

ვიდეოკონფერენცია, რომელიც რუსეთიდან, ევროკავშირის მიერ ნავთობის პოტენციურ აკრძალვაზეა ფოკუსირებული და რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო, რადგან უნგრეთი აღნიშნული წინადადების დაბლოკვას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინაში ომის გამო რუსეთზე შემდგომი სანქციების დასაწესებლად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შესთავაზა, რომ ექვს თვეში ნედლი ნავთობის იმპორტი შეეწყვიტათ. როგორც Sky News-ი იუწყება, უნგრეთმა განაცხადა, რომ ...

Read More »

“გერმანია რუსულ ენერგორესურსებზე სამუდამოდ უარს იტყვის” – საგარეო საქმეთა მინისტრი

“გერმანია რუსულ ენერგორესურსებზე სამუდამოდ უარს იტყვის” – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენ ბაერბოკმა კიევში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ასევე ხაზგსმით განაცხადა, რომ “უკრაინა EU-ს სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს”.

Read More »

ლექსანდრ ნოვაკი: რუსული ნავთობკომპანიები, ახალ ვითარებაში ეძებენ ექსპორტის ახალ მიმართულებებს

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა ნავთობის გასაყიდად ახალი ბაზრები იპოვა და ნედლეულის მიწოდებას გაზრდის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში და სხვა მიმართულებითაც. მისი თქმით, რუსეთში ნავთობის მოპოვება მაისში აპრილთან შედარებით გაზრდილია, გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები კი სტაბილური. ნოვაკის განცხადებით, რუსული ნავთობკომპანიები ახალ ვითარებაში ეძებენ ექსპორტის ახალ მიმართულებებს. „ჩვენ ვხედავთ, რა თქმა უნდა, რომ არიან ახალი მყიდველები, მათ შორის შეინიშნება მიმწოდებლების მოცულობის ...

Read More »

ბულგარეთში „ლუკოილის“ გადამამუშავებელმა ქარხანამ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს

„ლუკოილ ნეფტოხიმ ბურგასის“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო, განუცხადა TASS-ს საწარმოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ილშატ შარაფუტდინოვმა. „თუ რუსეთიდან ნავთობის მიწოდება შეწყდება, მაშინ საწარმო, სავარაუდოდ, იძულებული იქნება შეწყვიტოს მუშაობა“, – თქვა შარაფუტდინოვმა. მისივე თქმით, ახლა საწარმოს შეჩერების საფრთხე არ არსებობს, რადგან კომპანიას ნავთობის გარკვეული მარაგები აქვს. წყარო: bfm.ge

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული, თუმცა საჭიროა შემდგომი მუშაობა. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ბუდაპეშტში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი უნდა განეხილა. „ამ საღამოს მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაგვეხმარა სანქციებთან და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევაში. ჩვენ ...

Read More »

ევროკავშირი რუსული ნავთობის ტრანსპორტირების წინააღმდეგ სანქციების შერბილებას გეგმავს

ევროკავშირი რუსული ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შერბილებას გეგმავს. ბლოკი უარს იტყვის შეთავაზებულ აკრძალვაზე, რომელიც ევროკავშირის საკუთრებაში არსებული გემებით რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირებას კრძალავს. კრიტიკულია, რომ დაზღვევის აკრძალვა ისევ განიხილება და მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს რუსული ნავთობის ექსპორტისთვის. წინადადების გაუქმებაში ძირითადი როლი დიდი შვიდეულის ქვეყნებში ერთიანი პოზიციის ნაკლებობამ ითამაშა. საბერძნეთი, რომლის ეკონომიკა გადაზიდვებს ეყრდნობა იმ წევრ ქვეყნებს შორის იყო, რომლებმაც ...

Read More »

იაპონიაში რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და ქვანახშირზე ემბარგო დაწესდება

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა კვირას ონლაინშეხვედრა გამართეს. ისინი მზად არიან,  რომ  სრულად აიკრძალოს ან ეტაპობრივად შეწყდეს რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი წევრ ქვეყნებში. იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ამბობს, რომ მათ მსოფლიოს უნდა დაანახონ  დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ერთიანობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მისი თქმით, იაპონიაში აიკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა იაპონიისთვის, რომელიც დამოკიდებულია ენერგორესურსების იმპორტზე. თუმცა იაპონიის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ...

Read More »

ბულგარეთი რუსულ ნავთობზე სანქციებს დაბლოკავს, თუ ემბარგოზე შეღავათს არ მიიღებს

ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ასენ ვასილევი აცხადებს, რომ სოფია რუსულ ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის სანქციებს დაბლოკავს, თუ ემბარგოზე შეღავათს არ მიიღებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბოლო კვირის განმავლობაში რუსული ენერგეტიკული წიაღისეულის შემოტანაზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავდნენ. „მოლაპარაკებები ორშაბათს და სამშაბათს გაგრძელდება. ჩვენი პოზიცია ნათელია, თუ სხვა ქვეყნები სანქციებიდან შეღავათს მიიღებენ, ასეთი რამ ჩვენც გვსურს“, – თქვა ვასილევმა ბულგარულ ტელევიზიასთან ინტერვიუში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვეტოზე უარის თქმის ...

Read More »
თხუთმეტი ევროპული სახელმწიფო რუსულ გაზზე უარს ამბობს

სანქციების მიუხედავად, საბერძნეთი რუსული ნავთობის შეძენას განაგრძობს

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, საბერძნეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს განაგრძობს. ამის შესახებ Deutche Welle გამოცემა Die Welt-ზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, საბერძნეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინა პერიოდის დონეზეა. ნავთობის იმპორტი ბერძნული ტანკერების მეშვეობით ხორციელდება. ყოველდღიურად საბერძნეთი რუსეთისგან 4,5 მლნ ბარელ ნავთობს ყიდულობს, რომლის ფასი 509 მლნ აშშ დოლარია. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ამერიკელი და ევროპელი ...

Read More »
Menu Title