ეკოლოგია

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდას მიმდებარედ ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა. როგორც ცნობილია, ცეცხლი ალპურ ზონასთან ახლოს ფოთლოვანი ხის ქვედა საფარს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში ხანძარი გუშინ გაჩნდა.

Read More »

ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია – პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გავრცელების ფართობი ამ დროისთვის უცნობია.

Read More »

ამ წუთებში ბორჯომის ტყეში ისევ ხანძარია

ბორჯომის ტყეში ისევ ხანძარი გაჩნდა, – აღნიშნულის ამსახველ კადრებს “მთავარი არხი” ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარია დიღომშიც. “მეტრონომი” დამატებითი დეტალების გარკვევას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს.

Read More »

მესტიაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

მესტიაში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება. ცეცხლი ალპურ ზონაში გაჩნდა. ამ დროისთვის, ძირითადი კერები უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა არის დაკვამლიანება. სამუშაო პროცესში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. მუშაობს ცოცხალი ძალაც.

Read More »

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს დარჩენილი კერების დამუშავება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაციაც.

Read More »

შავნაბადაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო

შავნაბადაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციაც მონაწილეობს. შავნაბადაზე რამდენიმე ფერდი იწვის. შეინიშნება ცეცხლის რამდენიმე კერა და ძლიერი გაკვამლიანება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენებთან ერთად ცეცხლის ქრობის პროცესში ასევე ჩართულია თურქული თვითმფრინავიც, რომელსაც 8-ტონიანი წლის ავზი აქვს. შავნაბადაზე ცეცხლი ფიჭვის ხეებს უკიდია. ადგილზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფართობზე გავრცელდა ცეცხლი.

Read More »

შავნაბადაზე ძლიერი ხანძარია

ამ წუთებში, ძლიერი ხანძარია შავნაბადას ტერიტორიაზე. ცეცხლი ტყის მასივს და ბალახს უკიდია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

Read More »

ძამას ხეობაში ხანძარია, დაიწვა რამდენიმე სახლი

ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში ხანძარია. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი სახლებზეც გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რადიო თავისუფლებას” უთხრეს, რომ ადგილზე არიან მეხანძრე მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზაცია. ხანძრის გავრცელების ფართობსა და სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერ ინფორმაცია არ აქვთ. წყარო: radiotavisupleba.ge

Read More »

ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა – უახლესი ცნობები ბორჯომის ხეობიდან

ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ქრო­ბის პრო­ცე­სი დას­კვნით ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ცე­ცხლის დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე მცი­რე მას­შტა­ბის აქ­ტი­უ­რი და მხრჩო­ლა­ვი კერა მუ­შავ­დე­ბა. გაყ­ვა­ნი­ლია გზე­ბი მძი­მე ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით და გრძელ­დე­ბა დარ­ჩე­ნილ კე­რებ­თან გზე­ბის მიყ­ვა­ნის პრო­ცე­სი. მა­თი­ვე ცნო­ბით, დი­ლი­დან სა­ლო­კა­ლი­ზა­ციო-სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ავი­ა­ცია. “ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ხან­ძრის სა­ლო­კა­ლი­ზა­ციო-სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში ...

Read More »

ბორჯომში ხანძარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების 400-ზე მეტი თანამშრომელი ებრძვის

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად არიან ჩართულები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს 135 რეინჯერი, ეროვნული სატყეო სააგენტოს 160 მეტყევე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 120 თანამშრომელი ამ დრომდე იმყოფება შემთხვევის ადგილზე და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ. ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა ...

Read More »
Menu Title