ეკოლოგია

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი თბილისის ქუჩების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტო – საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, რაც, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში, ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, პროცესის მიზეზი ზუსტდება გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემზე დაყრდნობით, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. „აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში ...

Read More »

კემბრიჯში შესაძლოა დაიწყონ CO2-ის გამოყენება სახლის სახურავებზე ბაღების გასაშენებლად

სახლის სახურავებზე გაშენებულ მეურნეობებსა და ბაღებს შეუძლიათ ბევრი დადებითი შედეგის მოტანა: გარემოს გაგრილება, შენობების თბო-იზოლაციისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. მაგრამ ასეთ პირობებში გაზრდილი მცენარეები უფრო პატარა ზომის და არაჯანსაღია ქარისა და მზის ძლიერი ზემოქმედებისა და ნაკლებად ნოყიერი ნიადაგისა და ტენიანობის გამო. ახალგაზრდა სტუდენტების გუნდმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მეთვალყურეობის ქვეშ ბოსტონის უნივერსიტეტის კამპუსის შენობის სახურავზე სიმინდი და ისპანახი გაზარდეს. მათ სურდათ ...

Read More »

ამაზონის განადგურებამ შეიძლება გლობალურ კატასტროფათა მთელი კასკადი გამოიწვიოს

ამაზონის გაუტყეურება (დეფორესტაცია) უკან არდაბრუნების წერტილს უახლოვდება. თუ ეს ეკოსისტემა დაეცემა, გარემოში შეიძლება ნახშირბადის ვრცელი მარაგების შეუქცევადად გამოთავისუფლება დაიწყოს. კლიმატის ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობს, რომ ეს ტროპიკული ტყე უკვე იმაზე მეტ ნახშირბადს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს. ახალი კვლევის მიხედვით, თუკი ამაზონი თვითგამძლეობის კრიტიკულ ზღვარს გადალახავს, ამ კატასტროფას შეიძლება დომინოს ეფექტი ჰქონდეს და მთელ მსოფლიოში გამოიწვიოს გარდამტეხი მომენტები, უეცრად დააჩქაროს გარემოს კრიზისი და პლანეტას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. გლობალურ ...

Read More »

ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობაა

ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობაა. ქვეყნის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი ფიცროი კროსინგი. ადიდებულმა წყალმა საცხოვრებელი სახლები და გზები დატბორა. მოსახლეობის ევაკუაცია სამაშველო ვერტმფრენებით მიმდინარეობს.

Read More »

ინგლისში პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის მოხმარება აიკრძალება

დაბინძურების შემცირების მიზნით ინგლისში პლასტმასის ერთჯერადი დანა-ჩანგლისა და თეფშების აკრძალვა იგეგმება. ინფორმაციას სახელმწიფოს მთავრობა ადასტურებს. მონაცემების თანახმად, ინგლისში ყოველწლიურად 1.1 მილიარდ ერთჯერად თეფშსა და 4.25 მილიარდ დანა-ჩანგალს იყენებენ, მოხმარების შემდეგ კი ამის მხოლოდ 10% გადამუშავდება. კვლევას თუ დავეყრდნობით, მსოფლიოს ოკეანეებში ნაგვის უდიდესი წილი სწორედ კვებისათვის განკუთვნილი პლასტმასის ნივთებზე მოდის. აკრძალვის შესახებ აქამდე გავრცელებული უწყებები ახლახან გარემოს მდივანმა ტერეზა კოფიმ დაადასტურა. “პლასტმასის ჩანგლის დაშლას 200 წელი შეიძლება დასჭირდეს, ...

Read More »

გაერო: დედამიწის ოზონის შრის აღდგენის გეგმა წარმატებით მუშაობს

დედამიწის ოზონის შრის სრულ აღდგენას 4 ათწლეული დასჭირდება. ასეთ დასკვნამდე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი მივიდა, რომელთა ანგარიშსაც BBC აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ანგარიშში, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, აღნიშნულია, რომ მიმოქცევიდან ოზონის შრის დამაზიანებელი ქიმიკატების თითქმის 99%-ის ეტაპობრივმა გაყვანამ ოზონის შრის შენარჩუნების საშუალება მოგვცა. შედეგად, ადამიანზე მავნე ულტრაიისფერი სხივებს ზემოქმედება შემცირდა. მოქმედი პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, ოზონის შრე 1980 წლის მაჩვენებელს ანტარქტიკის თავზე 2066 ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს

ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების წარდგინებით, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიერ 2014 წელს დაარსდა. განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილებით წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, კლიმატის მწვანე ფონდში ფინანსების უპრეცედენტოდ ...

Read More »

გარემოსდამცველები გერმანიაში ქვანახშირის წარმოების ზრდას აპროტესტებენ

გერმანული პრესის ცნობით, დაახლოებით 2000 დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში ნახშირის მაღაროს გაფართოების წინააღმდეგ  პროტესტის გამოსახატავად. გერმანიაში გარემოსდამცველებმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ გერმანიის პატარა სოფელს ახლომდებარე ქვანახშირის მაღაროს გაფართოებისგან. ეს ადგილი მთავრობასა და გარემოსდამცველებს შორის ერთგვარ ბრძოლის ველად იქცა. ღია მაღაროს დახურვა 2030 წლისთვის იგეგმება. გაერთიანებულ კომპანიაში RWE ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ ქვანახშირი გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ახლა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ეკოაქტივიტები ...

Read More »

კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად მეცნიერები ნახშირბად მშიერ მიკროორგანიზმებს იყენებენ

ალ ტექნიკას შეუძლია დააჩქაროს მომავალი  ნახშირბადისგან თავისუფალი  მზის საწვავის წარმოება. ბერკლის ლაბორატორიის მეცნიერებმა შეიმუშავეს ბუნებისგან შთაგონებული ტექნიკა ნახშირორჟანგის მზის საწვავად გადასაქცევად. (კრედიტი: Shutterstock/3rdtimeluckystudio) ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის (ბერკლის ლაბორატორიის) მეცნიერებმა წარმოადგინეს ახალი ტექნიკა, რომელიც მოდელირებულია ზოგიერთ ბაქტერიაში ნაპოვნი მეტაბოლური პროცესის მიხედვით –  ნახშირორჟანგის (CO2) გარდაქმნა თხევად აცეტატად, სადაც მთავარი ინგრედიენტი ხელოვნური ფოტოსინთეზით მიღებული მზის “თხევადი შუქი” ან მზის საწვავია. ახალი მიდგომა, რომელიც მოხსენებულია ...

Read More »

შვეიცარიის ზამთრის კურორტები თოვლის გარეშეა

შვეიცარიის ტურისტული კურორტები თოვლის გარეშე რჩება – ამის შესახებ ინფორმაციას  reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით გლობალური დათბობა  შვეიცარიის სამთო კურორტებზე ყველაზე მეტად შეინიშნება და ტემპერატურა სტაბილურად 20 გრადუს ცელსიუსზეა. შვეიცარიის კურორტებზე წელს თბილი ამინდების გამო ტურისტების რაოდენობა 30-40% ით არის შემცირებული.  ის ადამიანებიც ვინც შვეიცარიაში სრიალს ვერ ახერხებს ალტერნატივად ველოსიპედი და სხვა აქტივობები რჩებათ. თუმცა ბიზნესის ნაწილი  გლობალური დათბობის გამო კრიზისს ვერ უმკლავდება, ერთ-ერთი ასეთია ...

Read More »