ეკოლოგია

ებრაული კომპანია ქართული ტყეების გადარჩენას გეგმავს

CNN: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN სტატიას აქვეყნებს. საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და რეიტინგულ მედია პლატფორმებზე მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. ამჯერად, CNN-ზე საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია და ფოტო-კოლაჟი მომზადდა სათაურით – „იმოგზაურე და შეისწავლა საქართველოს ველური ბუნება.“ „უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, იზოლირებული მთებითა და ზღვით, ამავდროულად ევროპის, ...

Read More »
ჰაერის დაბინძურება მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 5 ტრილიონი დოლარი უჯდება

ბიზნესს გარემოსდაცვითი რისკების დაზღვევისთვის ფულადი რეზერვის შექმნა მოუწევს

2023 წლის 1-ელი იანვრიდან მაღალი რისკის საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოებს ახალი ვალდებულება ექნებათ. კერძოდ, სუბიექტებმა, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პირველ დანართში ექცევიან, უნდა შექმნან ფულადი რეზერვი იმისთვის, რომ გარემოზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში სახსრები სწორედ ამ დანაზოგიდან გამოყონ. „მაღალი რისკის საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოებს თავიანთი გარემოსდაცვითი რისკები წინასწარ უნდა ჰქონდეთ დაზღვეული. მათ გარკვეული ფინანსური გარანტიები უნდა ჰქონდეთ შექმნილი იმისთვის, რომ თუ ასეთი შემთხვევა ...

Read More »

დამბინძურებელი იხდის – რა ახალი ვალდებულებები დაეკისრება ბიზნესს 2022 წლის 1-ლი ივლისიდან

2022 წლის 1-ელი ივლისიდან გარემოს დაცვის კანონმდებლობის ფარგლებში ძალაში ახალი ცვლილებები შედის. რეგულაცია კერძო სექტორს ახალ ვალდებულებებს აკისრებს. კერძოდ, ამოქმედდება პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“, რომლის მიხედვით, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აანაზღაუროს მის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი განმარტავს, კანონს შემოაქვს მკაცრი პასუხისმგებლობის პრინციპი ისეთი საწარმოებისთვის, რომლებიც თავისი არსით არიან მაღალი რისკის ობიექტები და გარემოსდაცვითი შეფასების ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი ბიზნეს ფორუმს „ეკონომიკის მდგრადობა და გამწვანება დასწრო

საქართველოში ავსტრიის საელჩოს, ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობისა (Advantage Austria) და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის (GCCI) ორგანიზებით, ბიზნესფორუმი „ეკონომიკის მდგრადობა და გამწვანება – საქართველოს სტრატეგიები ეკონომიკის აღდგენის კონტექსტში COVID-ის შემდეგ” გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას ...

Read More »

ანტარქტიდის ყინულოვანმა საფარმა სტაბილურობა შეიძლება სულ მალე დაკარგოს და შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს

ჩვენ წინაშეა იმ სარისკო ვითარების კიდევ ერთი შემახსენებელი, რომელშიც მსოფლიოს კლიმატი და ეკოსისტემები იმყოფება: ახალი კვლევის მიხედვით, გლობალურმა დათბობამ ანტარქტიკის ყინულის საფარი გარდამტეხ წერტილს მიღმა შეიძლება სულ რაღაც 10 წელიწადში მიიყვანოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყინულოვანი საფარის დანაკარგების თვალსაზრისით, უკან არდაბრუნების წერტილი იმაზე მალე დადგება, ვიდრე აქამდე გვეგონა; ახლა კი შეიძლება, სწორედ ამ პროცესის შუაგულში ვიმყოფებოდეთ. ამას შეიძლება სერიოზული შედეგები ...

Read More »

კლიმატური ცვლილებები ბიზნესს აზარალებს

კლიმატური ცვლილებების გავლენა ბიზნესზე ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორებისთვის უკვე შესამჩნევი ხდება. კლიმატური კრიზისის პასუხად ხელმძღვანელები მკაცრი ზომების შემოღებას და ნულოვანი მაჩვენებლის მისაღწევად ემისიების შემცირებას იწყებენ. გაეროს გლობალური შეთანხმებისა და Accenture-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, კლიმატური ცვლილებები უკვე არა აბსტრაქტული პერსპექტივა, არამედ რეალობაა. კლიმატის ცვლილებების შესახებ ყველაზე მასშტაბური კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და 113 ქვეყანასა და 21 ინდუსტრიაში მოღვაწე 1,200-ზე მეტ აღმასრულებელ ...

Read More »

“პლასტმასის ნარჩენების პრევენციის პროგრამა მოგვცემს შესაძლებლობას უკეთესი გარემო შევქმნათ”

რა უნდა გაკეთდეს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე პლასტმასის ნარჩენებით მიღებული ზიანის პრევენციისთვის – მიზნები საქართველომ 10 წლიან სტრატეგიასა და 5-წლიან სამოქმედო გეგმაში გაწერა. დოკუმენტი, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) პრეზენტაციაზე წარადგინეს. პროგრამის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ დოკუმენტში გამოკვეთილია მიზნები და ღონისძიებები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს პლასტმასის ...

Read More »

“ესაუბრე ბუნებას” – “აგრო სოლუშენსი” GIZ-ის და REC CAUCASUS-ის მხარდაჭერით გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

ორგანიზაცია „აგრო სოლუშენსი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და REC Caucasus-ის მხარდაჭერით გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ პროექტს – “ესაუბრე ბუნებას – Talk to Nature ” ახორციელებს. „ესაუბრე ბუნებას“ ინოვაციურ იდეათა კონკურსის, „გრინოვეიშენის“ გამარჯვებულია, რომელიც GIZ-ის პროგრამის „ეკოსერვის“  (ECOserve) ფარგლებში ჩატარდა. პროექტის გახსნითი ღონისძიება შაბათს, 20 ნოემბერს, 13:00 საათზე, მზიურის პარკში გაიმართება. მოდი, დაასკანერე და იფიქრე! – ამ დევიზით, მზიურის პარკში არსებულ ხეებზე QR კოდები განთავსდება. ...

Read More »

შვედეთის მთავრობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს რვა ახალ სადგურს გადასცემს

ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. ღონისძიება პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება – ფაზა II“ ფარგლებში გაიმართა. უცხოელმა ექსპერტებმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჰაერის ხარისხის მართვისა და მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები ...

Read More »

ტემპერატურის 2°C-ით მომატება მსოფლიოში 1 მილიარდ ადამიანს დააზარალებს

მსოფლიოში ტემპერატურის 2°C-ით მომატების შემთხვევაში, სითბური დარტყმა მილიარდ ადამიანს დააზიანებს. დიდი ბრიტანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის, Met Office-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2°C-ის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს სითბოს და ტენიანობის პოტენციურად ფატალური ნაზავის 15-ჯერ მატება. გლაზგოში COP26 კლიმატის კონფერენციაზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ტემპერატურის 4°C-ით მატება ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაზარალდება. სითბური დარტყმის რისკის შესაფასებლად Met Office-მა კვლევაში გამოიყენა ინდიკატორი, ...

Read More »
Menu Title