ეკოლოგია

არქტიკული ტბები ნავარაუდევზე თითქმის ერთი საუკუნით ადრე შრება

ახალი კვლევის თანახმად, არქტიკული ტბები ნავარაუდევზე თითქმის ერთი საუკუნით ადრე შრება, რაც რეგიონს მტკნარი წყლის კრიტიკულ წყაროს ართმევს. გლობალური დათბობის პირობებში, თბილი ამინდი ათბობს არქტიკას, ყინული სწრაფად დნება და იწვევს ტბების გაფართოებას. საბოლოოდ, ეს ტბები წყლით ვეღარ მომარაგდება და დაშრება. ადრინდელი პროგნოზით ამ პროცესს საუკუნეზე ნაკლები უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ სატელიტურმა სურათებმა ცხადყო, რომ ტბები იმაზე სწრაფად მცირდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მდინარეების რიონისა და ენგურის აუზებში ეკოლოგიური მონიტორინგი დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მდინარეების რიონისა და ენგურის აუზებში ეკოლოგიური მონიტორინგი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მონიტორინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი გარემოსათვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები (EU4WD)“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანია წყლის რესურსების სააუზო მართვის გეგმების შემუშავება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის აქტივობების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის ...

Read More »

მსოფლიო ბანკი: ჩინეთს კლიმატური მიზნების მისაღწევად $17 ტრილიონის ინვესტირება სჭირდება

ჩინეთის კლიმატისა და განვითარების გამოწვევების შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ აზიურ სახელმწიფოს კლიმატური მიზნების მისაღწევად $17 ტრილიონის დამატებითი ინვესტიციები სჭირდება. ინვესტიციები მოიცავს დაფინანსებას მწვანე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიებისთვის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში, რათა ქვეყანამ შეძლოს და 2060 წელს წმინდა ნულოვან ემისიას მიაღწიოს. ანგარიშის თანახმად, რომელიც ერთ-ერთია Country Climate and Development Reports-ის სერიიდან, ჩინეთს, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას, ...

Read More »

პროექტი, რომელიც მდინარეს პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურებისგან იცავს

მოხალისეთა ერთი ჯგუფი ყოველ კვირას მიდის  ნიდერლანდების ქალაქ ბორგჰარენში, მდინარე მაასის სანაპიროზე. მართალია, ამ მდინარის აუზის ლანდშაფტი, ერთი შეხედვით, ძალიან ლამაზი და მშვიდი ჩანს, მაგრამ მოხალისეები მის ბედზე ძალიან ღელავენ.  მათი მიზანია, შეწყდეს იმ მდინარის ნაპირების დაბინძურება, რომელიც კვეთს ნიდერლანდების, ბელგიისა და გერმანიის ტერიტორიებს. ეს მოხალისეები პროექტს „სუფთა მდინარეები და შენაკადების“ წევრები არიან, რომელსაც შემოკლებით LIVES-ი ჰქვია. ეს პირველი ერთობლივი ...

Read More »

ანაკლიაში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლიაში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ძლიერმა შტორმმა, სანაპირო ზოლის დაბინძურება გამოიწვია. გაწმენდით სამუშაოებს ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი და ,,ზუგდიდდასუფთავება“, ახორციელებენ. მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ პროცესში ჩართვისთვის, პროცესში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა ნაპირსამაგრი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას, რომელიც შესაბამის სამსახურებს ტექნიკით ეხმარება.

Read More »

უკრაინის შეფასებით, რუსეთის შეჭრის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზარალი $35 მილიარდს უტოლდება

უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის გარემოსდაცვითი ზარალი, გამოწვეული რუსეთის უკრაინაში შეჭრით, $35.3 მილიარდს უტოლდება. ბუნებრივი რეზერვების მილიონობით ჰექტარი კი კვლავ საფრთხის ქვეშ იმყოფება. მინისტრის ინფორმაციით, ამ დრომდე გარემოსთვის ზიანის მიყენების 2,000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, უკრაინის დაცული ტერიტორიების მეხუთედი კი განადგურების საფრთხის წინაშეა. მინისტრმა, რუსლან სტრილეცმა მონაცემები ევროკავშირის დეპუტატებს სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას წარუდგინა. უკრაინული მხარის შეფასებით, ზარალი ჰაერის დაბინძურებიდან, რაც უკრაინაში ...

Read More »

მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობის საბადოდან, სადაც შარშან “ოკეანე იწვოდა”, დიდი რაოდენობით მეთანი ჟონავს

მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობის საბადოდან დიდი რაოდენობით მეთანი ჟონავს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც შარშან “ოკეანე იწვოდა” — მიწისქვეშა მილსადენის გახეთქვის შედეგად წყალში ცეცხლი გაჩნდა, მოვლენის ამსახველი კადრები კი ინტერნეტში გავრცელდა. Reuters-ის უწყების მიხედვით, აგვისტოში, 24 დღის განმავლობაში, Ku-Maloob-Zaap-იდან ატმოსფეროში დაახლოებით 44,064 ტონა მეთანი გამოიყო. გარემოსდაცვით სააგენტოს (EPA) თუ დავეყრდნობით, ეს 3.7 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის გაჟონვას უდრის, დაახლოებით იმავე რაოდენობას, რასაც 719,926 სახლი ერთად ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ტყეების ინვენტარიზაციას ახორციელებს

მიმდინარე წლის სექტემბერში, თეთრიწყაროს, ახალქალაქისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 33 665 ჰექტარ ფართობზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, ლაგოდეხის აღკვეთილის, ალგეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის მომზადდა ტყის მართვის გეგმები, რაც დაეხმარება სააგენტოს, განახორციელოს ტყის მდგრადი მართვა სამიზნე მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, ჩატარდა შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები, განხორციელდა ცალკეულ თანამშრომელთა სწავლება-გადამზადება, რათა მომავალში სააგენტომ დაცულ ტერიტორიებზე საკუთარი ძალებითა და შიდა ადამიანური ...

Read More »

სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მუნიციპალიტეტებში შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ, პარალელურად დაწყებულია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. დილიდან სპეცტექნიკით იწმინდება გზებიც. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ხობის, წალენჯიხის, სენაკის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ სათესი სავარგულები, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, დაიხოცა შინაური ფრინველი. განსაკუთრებით დაზიანდა შიდა საავტომობილო გზები და ხიდები. მოსახლეობის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

Read More »

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია, Რის შედეგადაც ქალაქ ხობში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების პირველ სართულებზე. დატბორილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა-ყულევის მეოთხე კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. უახლოეს საათებში დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მერიაში შექმნილია ...

Read More »
Menu Title