ეკოლოგია

„წიაღის მოპოვების დროს რესურსის მაქსიმალური, ეფექტიანი ათვისება და ასევე, გარემოსდაცვითი მაღალი სტანდარტების დანერგვა წიაღის მოპოვებისთვის არის ჩვენი მიზანი“

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს – რემი პელონს, ნარინე თადევოსიანს და აბდულაზიზ ფაღის შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა წიაღის სექტორში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისა და იმ რეფორმების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფრო ეფექტური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ ...

Read More »

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ – პროგრამის განხილვას ნინო თანდილაშვილი დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – ნინო თანდილაშვილი პროგრამის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, პროგრამის მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე, მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის საანგარიშო პერიოდში, პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და წლის ბოლომდე განსახორციელებელი გეგმები განიხილეს. ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამა საქართველოს კლიმატის ცვლილებების პროცესებთან ადაპტაციაში ეხმარება, რათა გაუმჯობესდეს ბუნებრივი სტიქიური პროცესების პროგნოზირება და მოქალაქეების ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხები განიხილეს

სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხები განიხილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, ალექსანდრე დარასთან და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორ კატარინა ბიორლინ ჰანსენთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. ევროკავშირისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა სახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მოწყობის მიმართულებით. ...

Read More »

2100 წლისთვის აშშ-ში მილიონზე მეტ სახლს წყალი დაფარავს

Climate Central-ის მიერ ჩატარებული ახალი ანალიზი ცხადყოფს, რომ ზღვის დონის მატება თანამედროვე მსოფლიოს იმაზე დიდ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე აქამდე გვეგონა. მოხსენებების მიხედვით, აშშ-ის დედაქალაქსა და 24 შტატში დატბორვის საფრთხის წინაშე მილიონზე მეტი საკუთრებაა. მათი საერთო ღირებულება $108 მილიარდს უტოლდება. ზღვის დონის მატებას მაღალი და დაბალი წყლის ხაზებზე აქვს გავლენა. ისინი კერძო და საზოგადო საკუთრებას შორის საზღვრებს მიჯნავს. მოსალოდნელია, რომ ეს ...

Read More »

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, კანონპროექტი მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას გზებზე ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანას. დეპუტატის თქმით, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევა სწორედ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ზემოქმედება აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებზე და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტრანსპორტიდან გამომდინარე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებია. „ტრანსპორტის სექტორიდან დაბინძურების ...

Read More »

პარლამენტმა მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნას მხარი დაუჭირა

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ლანდშაფტი შეიქმნება. ამის შესაძლებლობას იძლევა კანონპროექტი „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საბოლოო მოსმენით, 78 ხმით  მიიღო. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტები „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა. უწყების ...

Read More »

მეცნიერები დედამიწის პოლუსებზე დათბობის შესაჩერებლად მათ ხელახლა “გაყინვას” გვთავაზობენ

დედამიწის პოლუსები ძალიან სწრაფად თბება. მიმდინარე წლის დასაწყისში არქტიკისა და ანტარქტიკის რეგიონებში რეკორდული სითბური ტალღები დაფიქსირდა, რაც ყინულის ლღობას იწვევს და ზღვის დონის მატების საფრთხის წინაშე გვაყენებს. ამის შესაჩერებლად მეცნიერები გვთავაზობენ გეგმას, რომელიც იაფი და ეფექტიანია. ის მზის სხივების ნაწილობრივ დაჩრდილვას გულისხმობს. სპეციალისტთა მიერ განხილული პოტენციური გეოინჟინრული პროგრამის მიხედვით, საფრენი აპარატებიდან ატმოსფეროში, ალასკის ქალაქ ანკორიჯისა და პატაგონიის სამხრეთ კიდის თავზე, აეროზოლის მიკროსკოპული ...

Read More »

პირველი კლიმატური სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სათბური აირების ემისიის გამო

უზენაეს სასამართლოში აქტივისტებმა რუსეთის წინააღმდეგ პირველი კლიმატური სარჩელი შეიტანეს. მომჩივანი მხარე სახელმწიფოსგან გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, რაც აუცილებელია 2015 წლის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და სათბური აირების ემისიის რადიკალურად შესამცირებლად. საჩივრის ავტორებს შორის ორი ორგანიზაცია Ekozashita (ეკოთავდაცვა) და „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფია“, რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის უძველესი ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა დისიდენტების მიერ დაარსდა. მათთან ერთად დამატებით თვრამეტი პირია იმ სარჩელის ...

Read More »

საჭიროა 9 მილიონი ადამიანის ევაკუაცია – ტაიფუნი იაპონიაში

იაპონიაში, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ტაიფუნი „ნანმადოლის“ გამო, 9 მილიონ ადამიანს მოუწოდეს, საცხოვრებელი დატოვოს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, სუპერტაიფუნს უკვე ემსხვერპლა ორი ადამიანი, 90-მდე პირი კი დაშავდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტაიფუნი, რომელიც ახლა ქვეყნის სამხრეთით მდებარე კუნძულ კიუსიუზე მძვინვარებს, მომდევნო დღეებში, მიმართულებას შეიცვლის და იაპონიის მთავარი კუნძულისკენ, ჰონსიუსკენ გადაინაცვლებს. „ათიათასობით ადამიანმა გასული ღამე საგანგებო თავშესაფრებში გაატარა, თითქმის 350 000 სახლი ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ტყის ხანძრების, მისი პრევენციის და მართვის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „ეროვნული სატყეო სააგენტოს” უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა ტყის ხანძრების, მისი პრევენციის და მართვის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ტყის ხანძრებთან მიმართებაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და იმ მონაცემებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე (1 მლნ 900 ათასი ჰექტარი) ჰქონდა ადგილი წლების განმავლობაში. ყურადღება გაამახვილა იმ პრევენციულ ღონისძიებებსა და მიმდინარე პროცესებზე, ...

Read More »
Menu Title