ეკოლოგია

რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი გარემოს საწინააღმდეგო დანაშაულების შეფასება

უკვე ერთი თვეა, უკრაინა მუდმივი დაბომბვის ქარცეცხლში იმყოფება. ამან ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გაეროს მონაცემების მიხედვით, ომის პირველი თვის განმავლობაში ქვეყანა 3.5 მილიონმა უკრაინელმა დატოვა, 11-12 მილიონი კი იძულებით გადაადგილდა ქვეყნის სხვა რეგიონებში. ხარკოვის აქტიური დაბომბვის გამო მე და ჩემს ოჯახს სახლის დატოვება მოგვიწია. რუსეთი ანადგურებს არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლეს, არამედ ქვეყნის გარემოსაც, რის შედეგებსაც უკრაინელები შემდგომი წლების განმავლობაში იგრძნობენ. ...

Read More »

შუახევი ჰესი აჭარისწყლის აუზის დათევზიანებას აგრძელებს

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ გარემოსდაცვითი ვალდებულებების ფარგლებში აჭარისწყლის აუზის დათევზიანებას აგრძელებს. წელს კომპანიამ, დათევზიანების მეორე ეტაპი განახორციელა და მდინარის აჭარისწყლის აუზში 11 000 ცალი ნაკადულის კალმახის ლარვა გაუშვა. ნაკადულის კალმახი საქართველოს “წითელი ნუსხის” ობიექტია  და მინიჭებული აქვს  მოწყვლადის სტატუსი. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს ნაკადულის კალმახის აღდგენასა და შენარჩუნებას. დათევზიანების პროცესს უზრუნველყოფენ ადგილობრივი თევზსაშენი და ქართველი იქთიოლოგები. 2020 წელს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ...

Read More »

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე მუნიციპალიტეტებში შეხვედრები გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ადგილობრივმა კოორდინატორებმა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება“ ფარგლებში, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს. „კოორდინატორებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ინფორმაცია გააცნეს GCF-ის პროექტის მიმდინარე აქტივობებისა და საინფორმაციო კამპანიების შესახებ, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართ ...

Read More »

მსოფლიო ბანკმა თურქეთს „მწვანე სოფლის მეურნეობის“ გასაძლიერებლად $341-მილიონიანი სესხი დაუმტკიცა

სოფლიო ბანკმა თურქეთს, მდგრადი და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის სექტორისა და „კლიმატურად ჭკვიანი“ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, $341-მილიონიანი სესხი დაუმტკიცა. თურქეთის კლიმატურად ჭკვიანი და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის ზრდის პროექტი (TUCSAP) თითქმის 14 მილიონ ჰექტარზე მიწისა და ნიადაგის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გამოყენებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის გაუმჯობესებას, ტექნოლოგიების გამოყენებით რესურსების ეფექტიანობის ზრდასა და ნახშირბადის ემისიების შემცირებას. 2020 ...

Read More »
რატომ შეიქმნა თბილისის ზღვა – დედაქალაქის უდიდესი წყალსაცავის საგანძური

წყლის რესურსების მართვის საკითხებს ახალი კანონი დაარეგულირებს

წყლის რესურსების მართვის საკითხებს ახალი კანონი დაარეგულირებს. პარლამენტი “წყლის რესურსების მართვის შესახებ”კანონპროექტს განიხილავს.  პროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.  გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტი წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით სრულიად ახალ სტანდარტებს აწესებს და ნერგავს წყლის სააუზო მართვის სისტემას, რომლის თანახმად, ჩვენი ქვეყანა დაიყოფა მდინარეების აუზებად და სწორედ, ამ აუზების ფარგლებში მსხვილი მდინარეები ...

Read More »

პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის, წყლის აღრიცხვის კუთხით საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა და გამოწვევები დეტალურად განიხილეს. საჭიროებების იდენტიფიცირებასა და იმ პრიორიტეტების გამოვლენაზე იმსჯელეს, რა მიმართულებებითაც პროექტის სამომავლო აქტივობები დაიგეგმება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გასულ წლებში, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტების შედეგად, საქართველომ წყლის რესურსები ...

Read More »

აგრარულ საკითხთა კომიტეტში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურების საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია ეხებოდა სამ მიმართულებას: 1. ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას; 2. ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობას; 3. ქვეყანაში მცენარეთა დაცვას და ფიტოსანიტარიულ კეთილსაიმედოობას. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, სურსათის ეროვნული ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, კლიმატის ცვლილებების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა

გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, გლობალური დათბობა იმაზე ორჯერ უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე 2015 წელს პარიზში ქვეყნების მთავრობების შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ადამიანთა უმოქმედობა კატასტროფულად აისახება კლიმატზე. თუმცა მიაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ვითარება გამოსწორდეს. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწაზე ტემპერატურა სახიფათო ნიშნულს მიაღწევს, თუ არ შემცირდება სასათბურე აირების ემისიები იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს მსოფლიოს ...

Read More »

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარემოს გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, თანამშრომლებთან ერთად, საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, ნერგების დარგვის პროცესში  მიიღეს მონაწილეობა. გამწვანებისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 114 ნერგი შეიძინა, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე დაირგო. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ( შპს „აგრონეტი“ ) 50 ნერგი მერიას საჩუქრად გადასცა. „ეკოლოგია და გარემოს დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ შევიძინეთ ...

Read More »

ანტარქტიდის ყველაზე ცივ რეგიონში ჩაინგრა შელფური მყინვარი, რომელიც აქამდე სტაბილურად მიიჩნეოდა

ანტარქტიდის ერთ-ერთი შელფური მყინვარი, რომელიც აქამდე სტაბილურად მიიჩნეოდა და ზომით ქალაქ ნიუ-იორკზე დიდია — ჩაინგრა. ამ შელფური მყინვარის ფართობი 740 კვადრატული კილომეტრია; The Associated Press-ის ცნობით, ეს აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე ისტორიაში აღრიცხული პირველი ამ სახის კოლაფსია. „ანტარქტიდის ამ ნაწილში, რომელიც მიბმულია უმაღლეს, ყველაზე მშრალ და ცივ რეგიონს — აღმოსავლეთ ანტარქტიდას, ნამდვილად არ ველოდით შელფური მყინვარის კოლაფსს“, — ამბობს მინესოტის უნივერსიტეტის გლაციოლოგი პიტერ ნეფი. შელფი მას შემდეგ დაიმსხვრა, ...

Read More »
Menu Title