ეკოლოგია

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, მუღლას პროვინციის ქალაქ დათჩაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ქრობაში თვითმფრინავები და ვერტმფრენებია ჩართული. ამის შესახებ Anadolu წერს. აღინიშნება, რომ ხანძარი 13 ივლისს სოფელ მესუდიესთან გაჩნდა. ქარის გამო, ცეცხლმა სწრაფად მოიცვა ტყის დიდი ტერიტორია. სალიკვიდაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ვაჰიტ კირიშჩი პირადად ხელმძღვანელობს. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობაში 10 თვითმფრინავი, 17 წყლის რეაქტიული შვეულმფრენი, 3 ადმინისტრაციული ვერტმფრენი, 179 სახანძრო ...

Read More »

ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან – ასობით ადამიანი სახლებს ტოვებს

რეკორდული ტემპერატურის გამო, ესპანეთი და პორტუგალია ტყის ხანძრებმა მოიცვა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ჩრდილოეთით მდებარე ორემის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლიდან 300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქ ლეირიას მიმდებარედ საცხოვრებელი სახლები დაიწვა, ცეცხლმა სამი მთავარი მაგისტრალის ჩაკეტვა გამოიწვია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 1 700 პორტუგალიელი მეხანძრე 14 აქტიურ ხანძარს ებრძვის. მეზობელ ესპანეთში გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე 1 500 ჰექტარი გაანადგურა, რის ...

Read More »

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში, მდინარე ძირულას დაბინძურების შესახებ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, საქმის წარმოება დაიწყო

სოციალურ ქსელში მდინარე ძირულას დაბინძურების შესახებ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება დაიწყო. აღებულია წყლის სინჯები და დახოცილი თევზის ნიმუშები. უწყებაში აცხადებენ, რომ მდინარის დაბინძურება შესაძლოა ბეტონის საწარმოს უკავშირდებოდეს. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ დაწყებულია ბეტონის საწარმოს ინსპექტირება. ლაბორატორიული კვლევების პასუხების მიღებისა და ინსპექტირების დასრულებისთანავე, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

Read More »

აშშ-ისა და ჩინეთის ემისიებმა $3.6 ტრილიონის ეკონომიკური ზარალი გამოიწვია

1990-2014 წლებში, ჩინეთისა და აშშ-ის მიერ გამოყოფილმა სათბური აირების ემისიებმა მთელ მსოფლიოში $3.6 ტრილიონის ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. მონაცემები ახალ ანგარიშში Dartmouth College-ის მკვლევრებმა წარმოადგინეს. სათბური აირებით ხუთ ყველაზე მსხვილ დამბინძურებელ ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და ბრაზილია არიან. ჩამოთვლილი ხუთი ქვეყანა ჯამში $6 ტრილიონის გლობალურ ეკონომიკურ ზარალზეა პასუხისმგებელი, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-ის ეკვივალენტურია. მკვლევრებმა ქვეყნების ...

Read More »

სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, რიგით მეოთხე პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, რიგით მეოთხე პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია და მიდგომები, შეფასების ძირითადი ეტაპები, საკვანძო მიგნებები და ცირკულარობის გაზრდის რეკომენდაციები განიხილეს. ცირკულარობის დონის შეფასების ანგარიშის დიდი ნაწილი უკვე მომზადებულია და ამ დოკუმენტის პროექტი მოკლე დროში გახდება ხელმისაწვდომი. საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ...

Read More »

ეკოლოგიური გადაადგილება ქალაქში – წახალისება და დაზღვევა

იტალიის ქალაქ პიზაში მათ, ვინც საზოგადოებრივი  ან ეკოლოგიური ტრანსპორტით სარგებლობს, აპლიკაციის საშუალებით აჯილდოებენ. აპლიკაცია, რომელსაც GoodGo ჰქვია, ყველა ტიპის ტრანსპორტს პოულობს და თითოეული მათგანის გამონაბოლქვის მოცულობასა და კალორიებს ითვლის, რითაც გადაადგილების ეკოლოგიური გზების  მოძებნას უწყობს ხელს. ჩინცია ამ აპლიკაციის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელია და ახლა იმას ფიქრობს, თუ რომელ მაღაზიაში დახარჯოს აპლიკაციით დაგროვილი ქულები. ჩინცია კერარი, მგზავრი: „ამ დილით ველოსიპედით წავედი, ...

Read More »

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კლიმატ-მეგობრული ინვესტიციებისთვის გეგმა წარადგინა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) საკუთარ მონეტარულ პოლიტიკაში კლიმატის ცვლილების ინტეგრირების გეგმა წარადგინა. ECB-ის მიზანი ევროზონის ბიზნესების წაახალისებაა, რათა გარემოზე ზემოქმედებას უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ. ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ECB-ის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება „კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების უკეთ გათვალისწინებასა“ და „ევროკავშირის ნეიტრალიტეტის მიღწევის მიზნის შესაბამისად, ეკონომიკის „გამწვანების“ მხარდაჭერას“ ითვალისწინებს. ცნობისთვის, ECB-ის ამჟამინდელი $365-მილიარდიანი აქტივების შესყიდვის პორტფელით, ძირითადად „მსხვილი დამბინძურებლები“ იღებენ სარგებელს. ...

Read More »

საქართველოს მთავრობამ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესი დაამტკიცა

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიიღეს. პროექტი მომზადებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მიზანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების და მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების წესის დადგენა, იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაზიანების დონე არ შეესაბამება კანონით დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის კრიტერიუმებს. ...

Read More »

საქართველოში მეორე ახალი თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი დამონტაჟდა

საქართველოს ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურება და რთული რელიეფი ხშირად ხელს უწყობს სხვადასხვა სახის სტიქიური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების (ძლიერი ნალექი, წყალდიდობა-წყალმოვარდნა, სეტყვა, თოვლის ზვავი, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი ქარი და სხვა) ფორმირებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულებში კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, შეინიშნება სტიქიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის ტენდენცია, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ...

Read More »

NATO ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავს

NATO სამოქალაქო და სათბური ემისიების 45%-ით შემცირებას 2030 წლისთვის, ხოლო ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავს. ემისიების შემცირებისთვის ორგანიზაციის პირველი მიზნები NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაასაჯარობვა. სტოლტენბერგმა განცხადება მადრიდში, NATO-ს სამიტის ფარგლებში გამოსვლისას გააკეთა და დასძინა, რომ დასახული მიზანი მარტივი ნამდვილად არაა, თუმცა შესრულებადია. 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევით, ორგანიზაცია გლობალური დათბობის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვას შეუწყობს ხელს. სტოლტენბერგის განცხადებით, ორგანიზაციის ...

Read More »
Menu Title