ეკოლოგია

10 საინტერესო ფაქტი გარემოს შესახებ

გარემოს დაცვა როგორც სფერო 21 საუკუნის უმნიშვნელოვანესი განხილვის საგანია მთელს მსოფლიოს მასშტაბებში. თითოეული ადამიანის სხვადასხვა სახის ქმედება პირდაპირ აისახება ეკოლოგიაზე და მოქმედებს კლიმატის ცვლილების დინამიკაზე მსოფლიოს მასშტაბით. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საინტერესო ფაქტი გარემოს შესახებ, EarthEcho International-ისა და Solar Energy World დაკვირვების მიხედვით. ის, თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ქმედება მასშტაბებში, შეგვიძლია ამ მარტივი მაგალითებით შევიტყოთ:   1. ერთი ალუმინის ...

Read More »
კომპანია აჭარის წყალი (AGL) შუახევიჰესის კასკადის მშენებლობას ერთ წელიწადში დაასრულებს

სამშენებლო ნარჩენების გავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობზე მეტად საშიშია – ამბობენ გარემოსდამცველები

თბილისში მშენებლობები უცხო არაა. დედაქალაქის მასშტაბები იზრდება და საცხოვრებელ უბნებს ახალი კორპუსები ემატება. მშენებლობების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სამშენებლო ნარჩენების ზრდაა, რომლებიც გადამუშავებას საჭიროებს. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ თბილისში უამრავი სამშენებლო ნარჩენი ყოველგვარი გადამუშავების გარეშე იყრება არალეგალურ ნაგავსაყრელებზე, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. „სამშენებლო ნარჩენების უმეტესობა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ველურად იყრება, ყოველგვარი გაუვნებელყოფისა და უტილიზაციის გარეშე, რაც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ორგანული ...

Read More »

“ორგანიზმთა გენების შეცვლით კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლებს მივიღებთ”

CRISPR-ის ერთ-ერთ შემქმნელს სჯერა, რომ გენების შესწორების ეს ტექნოლოგია, შესაძლოა, კაცობრიობის წინაშე არსებულ ისეთ დიდ პრობლემებთან ბრძოლაში დაგვეხმაროს, როგორიც კლიმატის ცვლილებაა. ახალ ინტერვიუში MIT Technology Review-სთან, CRISPR-ის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ჯენიფერ დუდნამ განაცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია ნიადაგსა თუ წყალში მობინადრე მიკრობებში ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარის გასაზრდელად. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დუდნამ თავის კოლეგა ემანუელ შარპანტიესთან ერთად აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღო. დუდნას თქმით, ამ ...

Read More »
რუსთავის აზოტი EBRD-სგან $155 მილიონს მიიღებს

ოთარ შამუგია: რუსთავში გარემოსდაცვითი ვალდებულებები სრულად უნდა შესრულდეს

რუსთავში მოქმედი მსხვილი საწარმოები გარემოსდაცვითი რეგულაციებით გათვალისწინებული სისტემების მონტაჟს სრულად, სავარაუდოდ ზაფხულში დაასრულებენ. რუსთავის ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის საკითხები კომპანიებთან ერთად გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განიხილა. მხარეთა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განსაზღვრულ ვალდებულებებს საწარმოების უმეტესობა შემუშავებული გეგმის მიხედვით ახორციელებს. “მოქმედი კანონმდებლობა საწარმოებს ავალდებულებს განახორციელონ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მონიტორინგი და აღჭურვონ საწარმოები შესაბამისი მოწყობილობებით, რაც ...

Read More »

კლიმატურმა ცვლილებამ შესაძლოა, ოკეანის ბინადრების მასობრივი გადაშენება გამოიწვიოს

Princeton University-ის კვლევის ხელმძღვანელის, ჯასტინ პენის განცხადებით, მომდევნო საუკუნეშიც ნახშირბადის გამონაბოლქვის მსგავსი ტემპით ზრდა ექსტრემალურ დათბობას გამოიწვევს და ოკეანის ბინადრების მასობრივი გადაშენების მიზეზი გახდება. კვლევის მიხედვით, კლიმატური ცვლილებით გამოწვეული ოკეანეების დათბობა და ჟანგბადის ამოწურვა პოტენციური მასობრივი გადაშენების ძირითადი მიზეზები იქნება. არსებულ ვითარებას კი ადამიანის საქმიანობაც ერთვის, რომელიც ჰაბიტატის განადგურებაში, გადაჭარბებულ თევზაობასა და სანაპიროების დაბინძურებაში გამოიხატება. წიაღისეული საწვავის, მათ შორის ნავთობის, ...

Read More »

რუსეთი ტყის ხანძრებს ებრძვის

ციმბირის და ურალის ხანძრების სერიის ფონზე, რომელებსაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ვლადიმირ პუტინი რეგიონების ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სწრაფად იმოქმედონ. „არ შეგვიძლია დავუშვათ გასული წლის ვითარების განმეორება, როცა ტყის ხანძრები, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე ხანგრძლივი და ინტენსიური იყო“ – განაცხადა პუტინმა, საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრისას. შეხვედრა სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. ჩუპირიანი, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ახადებს, ...

Read More »
ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას წითელი ნუსხით დაცული ხეების გაკაფვის ნებართვა მიეცა

საქართველოში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივა ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 14 797 ჰექტარ ტერიტორიაზე კვერეთის აღკვეთილი დაარსდება. „ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს ზემო იმერეთის რეგიონში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნებას, ასევე, ბუნებრივი რესურსის მდგრად მართვას. კვერეთის აღკვეთილის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ტურისტული ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

6 სიმპტომი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავთ

პანდემიის პირობებში, ბევრი ჩვენგანი დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს, სადაც ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია იმაზე მეტია, ვიდრე გარეთ. ასეთია, მაგალითად, სოკოს სპორები და მტვერი, რომელსაც უკვე არსებული დაავადებების გართულება და ამა თუ იმ სიმპტომის გამოწვევა შეუძლია. ამ სტატიაში სწორედ მსგავს 6 ნიშანზე გესაუბრებით, რომელიც დაგაფიქრებთ, რამდენად სუფთაა ჰაერი, რომელსაც სუნთქავთ. თვალების, ცხვირისა და ყელის გაღიზიანება ჩვენს ორგანიზმში ალერგენების მოხვედრისას ...

Read More »

ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხტარ ბაბაევს შეხვდა

ბაქოში გამართული მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხტარ ბაბაევს შეხვდა. „ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან დაცული ტერიტორიების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას. პროგრამის ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მონიტორინგის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის, საქართველოში, ვაშლოვანის ეროვნულ ...

Read More »

გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სკოლებში გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების სახელმძღვანელოების შექმნაზე იწყებს მუშაობას, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა დარგის ექსპერტებმა და პედაგოგებმა მიიღეს, სახელმძღვანელოების ძირითადი კრიტერიუმები, თემები და კონცეფცია განიხილეს. სახელმძღვანელოები თანხვედრაში იქნება განათლების და  მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნებთან და შეესაბამება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ...

Read More »
Menu Title