კრიპტოვალუტის მაინინგს (მოპოვება) სულ უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდება, რაც ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის მოცულობას გაზრდის. ამის შესახებ Guardian მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს. Bitcoin-ის მოსაპოვებლად დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობა აჭარბებს რიგი ქვეყნების წლიურ მოთხოვნას, – აცხადებს ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის პროფესორი ბენჟამინ ჯონსი. „ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ ტერავატზე, რომელიც ბიტკოინების მიღებაზე იხარჯება“, – აცხადებს ექსპერტი. მკვლევარები მოუწოდებენ სახელმწიფოებს, კრიპტოვალუტის მაინინგზე რეგულაციები დააწესონ, იმისთვის, რომ შეამცირონ მავნე გამონაბოლქვის კვალი ატმოსფეროში. 26 თებერვალს Bitcoin-ის ღირებულება 12%-ით შემცირდა. 22 თებერვალს ...
Read More »