2032 წლისთვის საფრანგეთი მილიარდ ხეს დარგავს, რაც ქვეყნის მთლიანი ტყის ფართობის 10%-ია. ახალი ხეები ყველა რეგიონში დაირგვება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. მთავრობის განცხადებით, ახალი ხეები გლობალური დათბობის შედეგების შემცირებას შეუწყობს ხელს, რადგან ისინი სითბური გაზების ბუნებრივ „მშთანთქავებს“ წარმოადგენენ. ამასთან, ხეები ათასობით იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველის, მცენარისა და მწერის შენარჩუნებას დაეხმარება. ხეები ზაფხულში ქალაქებისთვის ბუნებრივი კონდიციონერის, ზამთარში კი ცივი ქარის ...
Read More »