ვახუშტის ხიდის მიმდებარედ 14 თებერვალს, 19:00 საათზე, „თბილისი ენერჯი“ ავარიული გაზმომარაგების ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოები დაიწყო. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით, ნაწილობრივ შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა, მეორე დღის, 15 თებერვლის 8:00 საათამდე. კომპანია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო. თბილისის გაზმომარაგების ქსელის განახლება და რეაბილიტაცია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის.
Read More »