დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის განახლებადი ენერგიის შესახებ პანელურ სესიას მოდერატორობა გაუწია

პროექტის - "ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე" ფარგლებში ყვარლისა და თელავის სკოლების მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

"გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით ₾2 453 388 გადაუხადეს" - სემეკი

მაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 503 სამართალდარღვევა გამოავლინეს

სემეკში მიმდინარე მენტორობის პროგრამის - "ქალები ენერგეტიკაში" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ელექტროენერგია
2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით, დასრულდა 4 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა - პრემიერის ანგარიში

2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით, დასრულდა 4 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯამური დადგმული სიმძლავრით − 70 მგვტ. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს  წარედგინა. დოკუმენტის მიხედვით, გრძელდება მუშაობა ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით: „საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, მიმდინარეობდა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები. პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს და ამ ეტაპზე დასრულებულია. 500 კვ ეგხ-ის ლაჯანური-წყალტუბო და 220კვ ეგხ-ის ახალი ლაჯანური-ლაჯანური ჰესი დეტალური პროექტი. დასრულების ეტაპზეა 220 კვ ორჯაჭვა ეგხ-ის ნამახვანი-წყალტუბო და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანური პროექტი. სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2025 წელს; მიმდინარეობდა გურიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტი; რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში,მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები 220/110 კვ ოზურგეთის ქვესადგურზე; საანგარიშო პერიოდში, დასრულდა 500 კვ წყალტუბო-ახალციხე და 400 კვ ახალციხეთორთუმი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტირების სამუშაოები და შესაბამისი ნებართვების აღების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები; მიმდინარეობდა 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი-თელავი“ პროექტის შემუშავება. სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2025 წლის ბოლომდე; 2024 წლის მაისში, ხელი მოეწერა არსებული 220/110/10 კვ წყალტუბოს ქვესადგურის გადამრთველის გაფართოებას 220 კვ ფრთით პროექტის ხელშეკრულებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა დეტალურ პროექტზე; 2024 წლის ბოლოს დასრულდა 500 კვ ქვესადგური წყალტუბოს სამშენებლო სამუშაოებიდა მოეწყო წყალტუბოში არსებული და ახალი ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზი (დაახლოებით 800 მ სიგრძის) და შესაბამისი ნებართვების აღების შემდეგ, დაგეგმილია 500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბოს მშენებლობის დაწყება.

კახეთში, "სტორი 1" - ჰესი 2025 წლის ბოლოს ამოქმედდება

კახეთში, "სტორი 1" - ჰესი 2025 წლის ბოლოს ამოქმედდება. პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, სამუშაოებს  კი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი გაეცნო.ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 33,6 მგვტ, წლიური გამომუშავება - 150 მლნ. კვტ. სთ, ხოლო საპროექტო ინვესტიცია 44,85 მლნ. აშშ დოლარი.პროექტის მშენებლობის ეტაპზე სხვადასხვა პერიოდულობით დასაქმებულია 300-ზე მეტი ადამიანი, ხოლო სადგურის ოპერირების ფაზაზე მუდმივად 30-მდე ადამიანი დასაქმდება.აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოებში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეებია დასაქმებული. ამ მიზნით, ინვესტორმა კომპანიამ  ადგილობრივი პერსონალის გადამზადების/დატრენინგების პროგრამები დააფინანსა.„საქართველოს ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. სტორი 1-ჰესის მშენებლობა ამის საუკეთესო მაგალითია. მსგავსი სადგურების ექსპლუატაცია პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგებასთან და რაც მთავარია, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებასთან. საქართველოში განახლებადი ენერგეტიკული რესურსით მიღებული თითოეული კილოვატსაათი, რომელიც ენერგეტიკულ სისტემას შეემატება, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასთან გვაახლოებს,“ - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.აღსანიშნავია, რომ „სტორი 1“ - ის ინვესტორი კომპანია ასევე ახორციელებს სოციალურ პროექტებს სადგურის სიახლოვეს მდებარე სოფელ ლეჩურში, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპანია სოფლის მცხოვრებლებს მძიმე ტექნიკით სხვადასხვა ლოკალური პრობლემების მოსაგვარებლად, აგრეთვე მატერიალურ მხარდაჭერას უჭერს სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვ.

"მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში" - პრემიერი

მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც ჩვენ მომავალში არ დავუშვებთ, სამართლის უზენაესობა და ეროვნული ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე, ისე მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაზე, ქარისა და მზის ენერგიის სადგურებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ხელისუფლების ამბიციური მიზნის განხორციელებას - 2030 წლისთვის საქართველო გახდეს თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით.„მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც ჩვენ მომავალში არ დავუშვებთ, ამ შემთხვევაშიც, სამართლის უზენაესობა იქნება ბოლომდე დაცული და ეროვნული ინტერესები იქნება ბოლომდე დაცული. არის რამდენიმე მსხვილი, ასევე არა მსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება. სამ მსხვილ პროექტთან დაკავშირებით ინტენსიური სამუშაოებია დაწყებული, არის ძალიან დიდი რესურსი, იგივე „ნენსკრას“, „ხუდონის“, „ნამახვანის“ მიმართულებით და საჭიროა ინტენსიური მუშაობა, ამ პროექტების განსახორციელებლად. ასევე, მცირე და საშუალო ჰესების, თუ ქარისა და მზის ენერგიის სადგურების მშენებლობის მიმართულებით არის საჭირო სერიოზული მუშაობა. გვაქვს ამბიციური ამოცანა - გვინდა, 2030 წლისთვის 10 000 მეგავატს გადავაჭარბოთ, ამ პროექტების განხორციელების გარეშე კი, ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2030 წელს მოხმარებას გადააჭარბოს გამომუშავებამ, ეს მიზანი უნდა იყოს მიღწეული, ეს სჭირდება საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ,“- განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ბათუმისა და ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ. ბათუმისა და ქ. ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, ტრენინგები ჩატარდა. პროექტის ექსპერტებმა მოსწავლეებს გააცნეს  სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების, წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის საკითხები.პროექტის -  „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ყურადღება მახვილდება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე.პროექტში მონაწილეობას იღებს ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის ორმოცი სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი.

სხვა სიახლეები