რა ცვლილებები შევიდა ხუდონჰესის მემორანდუმში

რა ცვლილებები შევიდა ხუდონჰესის მემორანდუმში

ხუდონჰესის ახალ მემორანდუმზე პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, დავით მირცხულავამ ისაუბრა.

” ეს პროცესი თითქმის ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. თუმცა ამ პერიოდში, საკმაოდ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის, ასევე ,,ტრანსელექტრიკას” გუნდს შორის. ახლა უკვე იმ პროცესზე გადავედით, რასაც მემორანდუმში შეტანილ ცვლილებებზე ხელის მოწერა ქვია. დასრულებული დოკუმენტი შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებში თანხმდება, რომელსაც უახლოეს ხანში, ხელს მოვაწერთ.

მემორანდუმში ძირითადი ცვლილება ის არის, რაზეც ,,ტრანსელექტრიკას” დიდი ხანია, თანხმობა გაცხადებული ჰქონდა _ ანუ ჩვენი ინვესტორი, რომელიც ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული, რათა ორმაგი დაბეგვრა აეცილებინა თავიდან, ხელისუფლების მოთხოვნით, არაოფშორულ ზონაში დარეგისტრირდა. გარდა ამისა, ინვესტორი თანახმაა, ხუდონის პროექტში, გარკვეული პროცენტით, სახელმწიფოც შემოვიდეს. როგორც ინვესტორები აცხადებენ, ჩვენი კომპანიის მიზანია, ყველა პროცესი საერთაშორისო დონეზე, უმაღლესი სტანდარტების გამოყენებით წარიმართოს, ღია და გამჭვირვალე იყოს, რაც ხუდონს ბევრი სხვა პროექტისგან განასხვავებს. მთელი ინფორმაცია, რაც ამ პროექტს უკავშირდება, სრული ტექნიკური დასაბუთება, ფინანსური ანალიზი, ღიაა და ყველას შეუძლია, გაეცნოს. ეს საკმაოდ მაღალი სტანდარტია და ვფიქრობთ, ხუდონჰესის პროექტი, ჰიდრომშენებლობაში ახალი სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, მით უმეტეს, სამშენებლო კუთხით, ჩვენ ახლა ერთ-ერთ, ყველაზე დიდ ობიექტზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა დავით მირცხულავამ.

Leave a Reply

Menu Title