მდ.ფარავანზე "ახალქალაქი ჰესი" აშენდება

მდ.ფარავანზე “ახალქალაქი ჰესი” აშენდება

„ახალქალაქი ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

ენერგეტიკის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მდ.ფარავანზე ასაშენებელი „ახალქალაქი ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია შ.პ.ს „ჰიდრო ენერჯი”-ს განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

„ახალქალაქი ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 15 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 85 მლნ.კვტ.სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 25,500,000 აშშ დოლარს შეადგენს.

დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს ქ. №2) 2015 წლის 7 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

Leave a Reply

Menu Title