ენერგოეფექტურობის დასახვეწად ნაკლებად ეფექტური ელექტროტექნიკის იმპორტის უნდა შეიზღუდოს

ენერგოეფექტურობის დასახვეწად ნაკლებად ეფექტური ტექნიკის იმპორტი უნდა შეიზღუდოს

ენერგეტიკული რესურსების დაზოგვაში ენერგოეფექტურობა, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, სამწუხაროდ დღეს ენერგოეფექტურობის მიმართულებით რაიმე კონკრეტული სტრატეგია შემუშავებული არ არის, თუმცა ქვეყნის შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით ენერგოეფექტურობის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაზრდილია.

„მინდა გითხრათ, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ხელშექყობით დაიწყო მუშაობა საქართველოს ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც სამომავლოდ გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო დოკუმენტი აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება საერთაშორისო ენერგეტიკულ თანამეგობრობაში არსებული მეთოდოლოგიით მიმდინარეობს.

როგორც მოგეხსენებათ ენერგოეფექტურობა, ენერგოუსაფრთხოების კომპონენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. შინაარსობრივ ნაწილზე, რომ გადავიდეთ გეტყვით თუ როგორი მიმართულებით უნდა განვითარდეს პოლიტიკა ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად. პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ინფორმაციული ანალიზი თუ სად იხარჯება ყველაზე მეტად ენერგორესურსები, რა ტიპის ენერგიის მოხმარება ხდება და ა.შ. ამის შემდეგ სახელმწიფომ ნაბიჯ-ნაბიჯ არა რევოლუციური არამედ ევოლუციური მეთოდებით უნდა მოახეხოს სხვადასხვა რეგულაციებით და ზოგადად საკანონმდებლო ბერკეტებით ენერგოეფეტური ღონისძიებების ხელშეწყობა.“-განაცხადა ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა

აბულაშვილის აზრით ენერგოეფექტურობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში, ასევე, საკვანძო საკითხია სახელმწიფოს მხრიდან საკანონმდებლო რეგულაციებისა და სხვადსხვა ნორმატიული აქტების შემუშავება. მისი აზრით

სახელმწიფომ უნდა მოახერხოს იმპორტირებული ელექტროტექნიკის დივერსიფიკაცია ენერგოეფეტურობის დონის გათვალისწინებით და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მოხდეს მოძველებული და ნაკლებად ეფექტური ელექტრო და სხვა ტექნიკის იმპორტის რეგულირება და მისი შეზღუდვა.

„ასევე, პოლიტიკის დონეზე გასათვალისწინებელია სამშენებლო რეგულაციების შემოღება და საცხოვრებელი სახლებისა თუ სხვა შენობებისთვის დავალდებულება იმისა, რომ მოხდეს ენერგოეფექტური მშენებლობების წამოწყება. თუ გადავხედავთ საქართველოში არსებულ შენობებს ვნახავთ, რომ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული მათ შორის თანამედროვე მშენებლობებიც ენერგოეფეტური  არ არის. მხოლოდ რამოდენიმე კომპანამ წამოიწყო თბოდამზოგი და ეგრეთ წოდებული მწვანე სახლების მშენებლობა და ეს მხოლოდ მარკეტინგული მიზნებისთვის ხდება. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინფორმაციით ამ მიმართულებითაც იდგმება გარკვეული ნაბიჯები და ეკონომიკის სამინისტრო, ენერგიის მოხმარების კუთხით   შენობების მდგომარეობას სწავლობს, ასევე, სწავლობენ თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ენერგორესურსების დაზოგვის თვალსაზრისით.“-აცხადებს აბულაშვილი

იზი ალადაშვილი

Leave a Reply

Menu Title