მასდარი - პირველი ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი
ქალაქ მასდარის კონცეპტუალური ფოტო

“მასდარი” პირველი ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი

როდესაც, ახლო აღმოსავლეთზე ვსაუბრობთ ყველა მაშინვე უხეშ კლიმატს წარმოვიდგენთ, კაშკაშა მზე და ქვიშის მთები. აბუ დაბი არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაწილია.

ქალაქის მესვეურების მიერ დაგეგმილია მომავალი 10 წლის განმავლობაში  მსოფლიოში პირველი ნახშირბადისგან სუფთა ქალაქის შექმნა. ეს ქალაქი მწვანე მაგალითი იქნება, რომელშიც მაქსიმუმამდე იქნება გაზრდილი მავნე აირების ემისია და მინიმუმამდე დავა საწვავის მოხმარება. როგორც არქიტექტორები და დიზაინერები იუწყებიან ქალაქის ელექტროუზრუნველყოფისთვის  გამოიყენებენ სხვადასხვა სახის ალტერნატიულ და განახლებად ენერგორესურსებს მათ შორის მზის და ქარის.

მწველი სიცხე დღის განმავლობაში უდაბნოში რთული ასატანია. ამჯერად არქიტექტორებმა გადაწყვიტეს მზის სითბო საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. მათ სურთ, რომ მზე მათი მოკავშირე იყოს და არა მტერი. ისინი ქალაქში გადაანაწილებენ მზის ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიებს, მათ შორის შემკრებ დანადგარებსაც. ეს დანადგარი სარკეების შედეგად დაგროვილ ენერგიას ცენტრალური კოშკისკენ მიმართავს. ეს კოშკი შემდეგ 1 მეტრის სისქის სინათლის სხივს გაგზავნის სხვადასხვა გენერატორებში, ელექტროენერგიის წარმოსაქმნელად. უკვე მოფიქრებულია ამ ეკოლოგიურად სუფთა ქალაქს სახელი და მას „მასდარს“ დაარქმევენ.

თუ მასდარის მსუბუქი გამოსხივების დიოდის მანათობელი კოშკი ლურჯად ანათებს ეს ნიშნავს რომ ენერგიის ყველა წყარო სწორად მუშაობს. თუკი წითლად ანათებს გამომუშავებული ენერგია ქალაქისთვის არასაკმარისია. ქალაქში მანქანების შესვლაც აკრძალული იქნება. ამის შედეგად მასდარის მცხოვრებლებს სუფთა ჰაერი ექნებათ. მასდარში ასევე აკრძალული იქნება დიდი შენობები და ცათამბჯენები. გადაადგილება ქალაქის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით ან მიწისქვეშა ტრანსპორტით.

მასდარი არ არის შორეული სიზმარი. ქალაქის დღევანდელი მდგომარეობის მიუხედავად სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია. მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა 30 მილიარდ დოლარამდეა და პროექტს აბუ დაბის ხალიფა ბინ საიედ ალ ნაიანი აფინანსებს.

გიორგი კუკულაძე

Leave a Reply

Menu Title