გარდაბნის თბოსადგური იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - ირაკლი კოვზანაძე

გარდაბნის თბოსადგური იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი

საპარტნიორო ფონდმა დაასრულა  ენერგო პროექტი – გარდაბნის 237 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა და  სადგურის ტექნიკური გაშვება უზრუნველყო.

სადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე  სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი  და უფრო ეკონომიურია. ქვეყნის  ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის  წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას.

სადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღნასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, რომელმაც გარდაბნის თბოსადგურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული სადგური ხელს შეუწყობს ენერგეტიკული სისტემების მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველყოფას, ასევე კოვზანაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ახალი თბოსადგური იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რეზერვი ენერგეტიკულ სისტემაში

„ეს იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს. ამ მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად განხორციელდა,“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.

Leave a Reply

Menu Title