სამომხმარებლო ტარიფის სრული სუბსიდირება ბიუჯეტისთვის მძიმე იქნება
ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე პრემიერი - კახა კალაძე

სამომხმარებლო ტარიფის სრული სუბსიდირება ბიუჯეტისთვის მძიმე იქნება

საქართველოს ენერგეიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ თბოსადგურებისთვის ტარიფები დააკორექტირა და გენერაციის ტარიფი 3,95 თეთრით გაზარდა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე, ასევე, განიცილება სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების საკითხი.

ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან ტარიფის სუბსიდირებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთებულა ღიად განცხადებები სწორედ ამიტომ სუბსიდირების თემა კვლავ აქტუალურია,
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ჩართვისას განაცხადა, სუბსიდირების თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხის განხილვა მთავრობაში აუცილებლად მოხდება

“სამომხმარებლო ტარიფზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით გაკეთებული აქვთ განცხადი “ენერგოპრო ჯორჯიას”, “თელასს”, “კახეთის სადისტრიბუციო კომპანიას”, რომელიც სამწუხაროდ გაკოტრების რეჟიმში იმყოფება. ხვალ იქნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. დაველოდოთ მარეგულირებელ კომისიას, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და, შესაბამისად, ამის შემდეგ უფრო სწორი იქნება რაიმე კონკრეტული განცხადებების გაკეთება”, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება სუბსიდირების საკითხს, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ამაზე მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის გარდაუვალი კორექტირების შემთხვევაში იმსჯელებს
“თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ გარდაუვალია სამომხმარებლო ტარიფის კორექტირება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მთავრობა იმსჯელებს სუბსიდირებასთან დაკავშირებით. ეს ჩვეულებრივი, მიღებული პროცესია. ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ამ მიმართულებით მუშაობა და არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენ, მაგალითად, გაზის მიმართულებით დღესაც ვახორციელებთ სუბსიდირებას. მთლიანად სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნება ბიუჯეტისთვის, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაში თუ ტარიფის კორექტირება მოხდება, რომ არც ბიუჯეტი არ დავაზიანოთ, რადგან ბიუჯეტის დაზიანება პირდაპირ ისევ ჩვენს მოსახლეობაზე, ქვეყნის განვითარებაზე, ქვეყნის წინსვლაზე აისახება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება “სემეკის” დღევანდელ გადაწყვეტილებას, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან თბოელექტროსადგურები გაზს დოლარში ყიდულობენ, მომხმარებელს კი პროდუქტს ლარში აწვდიან. კახა კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლარის დევალვაციამ ბევრი ენერგოკომპანია დააზარალა.

 

Leave a Reply

Menu Title