თუ ტარიფი დაკორექტირდება მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად
საქართველოს პრემიერ მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი

თუ ტარიფი დაკორექტირდება მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად

დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია სამომხმარებლო ტარიფების კორექტირების საკითხს განიხილავს. ამ საკითხს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი, მისი განცხადებიტ იმ შემტხვევაში თუ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დაკორექტირდება მთავრობა ყველა ღონეს იხმარებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს

თუკი ტარიფი დაკორექტირდება და აიწევს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს, აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება,–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
მისი განმარტებით, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, დღეს განიხილავს სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების საკითხს, რის შემდეგაც მთავრობა სუბსიდირების შეთანხმებულ სქემას წარადგენს.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა, რომ არის სოციალურად ორიენტირებული ხელისუფლება.

Leave a Reply

Menu Title