მერიის განცხადება სუბსიდირებასთან დაკავშირებით

მერიის განცხადება სუბსიდირებასთან დაკავშირებით

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ელექტროენერგიის ტარიფების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერის, დავით ნარმანიას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება ორაზროვნად იქნა აღქმული, რის გამოც თბილისის მერია კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას.
უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დედაქალაქშიც მოხდება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, გაზრდილ ტარიფს დედაქალაქის მერია დაუფინანსებს.
მერიის ინფორმაციით, სს “თელასმა” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით 23 ივლისს მიმართა. კომპანია ტარიფის დადგენას ითხოვს და სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.

Leave a Reply

Menu Title