აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფი 30%-ით შემცირდა

აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფი 30%-ით შემცირდა

აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფები შემცირდა – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი” იუწყება.

მინისტრთა კაბინეტმა “ტარიფების და ელექტროენერგიის შესახებ” რეზოლუციაში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც 1 კვტ. სტ. ელექტროენერგიის საფასური 40 კაპიკამდე შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ 1 იანვრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის საფასური გაორმაგდა და კვტ. სთ-ზე 60 კაპიკით განისაზღვრა.

ამ ფაქტმა მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რასაც ანტისახელისუფლებო მიტინგებიც მოჰყვა. მოგვიანებით, დეფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ტარიფების კლების წინადადებას დაუჭირა მხარი

წყარო: regnum.ru

Leave a Reply

Menu Title