ენერგო პროსა და სემეკ-ის ურთიერთობით ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში - გია ხუხაშვილი

ენერგო პროსა და სემეკ-ის ურთიერთობით ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს

ექსპერტ გია ხუხაშვილიის განცხადებით, ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა კითხვებს ბადებს, მითუმეტეს თუ ,,ენერგო-პროს“ საეჭვო საქმიანობას გადახედავენ.

გია ხუხაშვილმა ეს, გაზეთ ,კვირის პალიტრასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

,,ველოდი, რომ სემეკ-ი ტარიფს გააძვირებდა, მაგრამ ისმის კითხვა: რამდენით უნდა გაძვირებულიყო ტარიფი? ერთ საკითხს მივაქცევ თქვენს ყურადღებას: მოგეხსენებათ, დენის გაძვირებისთვის აქტიურობა დაიწყო ,,ენერგო პრომ”, რომელმაც განაცხადა – საქართველოდან მივდივარო. რაც უფრო მაღალი იქნება ელექტროენერგიის ტარიფი, კომპანია თავის აქტივებს მით უფრო სარფიანად გაყიდის. ბუნებრივია ეს ბადებს კითხვებს, მით უფრო, თუ ,,ენერგო პროს” ისტორიას გავიხსენებთ, პრივატიზაციის პროცესიდან მოყოლებული, მის საქმიანობაში ბევრი რამ იყო და არის საეჭვო“,- აფასებს ხუხაშვილი.

ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ,,ენერგო-პროს“ საქმიანობა კორუფციის საფრთხეს აჩენს და ხელისუფლება სემეკი-ს საქმიანობით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

,,კომპანიის განცხადებებში, რომ თუ არ გაძვირდებოდა ტარიფი, ზამთარში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდებოდა – შანტაჟის ელემენტებიც ჩანდა. თუ კომპანია ქვეყნიდან წასვლას გეგმავს, რატომ უნდა იყოს შეწუხებული იმით, რა მოხდება ზამთარში?! ეს ყველაფერი კორუფციის საფრთხეს აჩენს. როდესაც ტარიფის გაზრდას ითხოვ და ამავდროულად შენი ბიზნესის გაყიდვას აპირებ, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ შექმნილ ვითარებას კლიენტის მოსაზიდად და ბიზნესის სარფიანად გასაყიდად იყენებ. ხელისუფლების ადგილას, აუცილებლად დავინტერესდებოდი ,,ენერგო პროსა” და სემეკ-ის ურთიერთობით”, – ამბობს ექსპერტი.

Leave a Reply

Menu Title