დენის ტარიფი – რეალური საფრთხე თუ “ღია კარის მტვრევა”

დენის ტარიფი – რეალური საფრთხე თუ “ღია კარის მტვრევა”

ელექტროენერგიის ფასის გადახედვის აუცილებლობა არ დგას

 

ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალობას არ კარგავს ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო კორექტირების საკითხი, რომელიც ენერგოკომპანიების მხრიდან სემეკში სატარიფო განაცხადის შეტანას მოჰყვა. რა თქმა უნდა, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ისმის ლეგიტიმური კითხვები, რამდენადაც აღნიშნული საკითხი საკმაოდ სენსიტიურია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, კომისია, რეგულირების სფეროში შემავალ კომპანიებს უდგენს ვალდებულებას, რომ ტარიფის გაანგარიშებისთვის ყოველწლიურად წარმოადგინონ სატარიფო განაცხადი, რომელიც მოქმედებს 1 წლის ვადით. შესაბამისად, კომპანიების მხრიდან სატარიფო განაცხადის წარდგენა არ ნიშნავს ტარიფის გაზრდის მოთხოვნას.

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ამბობს, რომ არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ამ ეტაპზე ტარიფი შეიცვალოს, არ არსებობს, თუმცა მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტარიფების დადგენა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა.

«ეს არის პროცედურა, რომლებიც გაწერილია სემეკის მიერ. ამ ეტაპზე ვერანაირ წინაპირობას, რომ ტარიფი გაიზარდოს, მე ვერ ვხედავ. ეს არის მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ამ ეტაპზე ტარიფი შეიცვალოს, არ არსებობს», – განაცხადა ელოშვილმა.

იგივე პოზიცია აქვს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირინა მილორავას. მისი აზრით, ლარის კურსის ცვლილება არ არის იმ შინარსისა და იმ ხასიათის, რომელსაც შესაძლებელია ტარიფზე გავლენა ჰქონდეს. Nike TN Requin 2017 მისი განმარტებით, ახალი სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებულია ტარიფების დადგენა ერთი წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადახედვა ხდება ყოველწლიურად. ეს არის გეგმიური პროცესი, ასე მოხდა შარშან, შარშანწინ და ასე იქნება მომავალ წელსაც.

«რაც შეეხება ტარიფების ცვლილებას, რა თქმა უნდა, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, ვიდრე ჩვენ ბოლომდე დეტალურად არ ვნახავთ ინფორმაციას. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს იმ შინარსისა და იმ ხასიათის ცვლილება, რომელსაც შესაძლებელია ტარიფზე გავლენა ჰქონდეს», – განაცხადა მილორავამ.

მისივე თქმით, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ რომ სემეკის საქმე არის გადაწყვეტილების მიღება ტარიფებთან დაკავშირებით და არა პროგნოზის გაკეთება. ეს ეხება ყველა სამომხმარებლო ტარიფს, რასაც სემეკი იხილავს.

თუმცა, ასე მარტივად არ უყურებენ საკითხს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები. ყველა მათგანს სემეკში განცხადება აქვს შეტანილი და მიუთითებენ, რომ ვალუტის კურსი მნიშვნელოვანია სატარიფო კომპონენტში, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება.

«ენერგო პრო ჯორჯიას» გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის განმარტებით, კომპანიისთვის ტარიფის დადგენა არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა. cheap adidas uk კომისიამ უნდა მოახდინოს ჩვენი ყველა ხარჯის, სახსრებისა და გასავლის გადაანგარიშება და მისი ფუნქციაა, რომ ტარიფი დაადგინოს.

«ვალუტის კურსი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტში, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება. იგი მეტად მნიშვნელოვანი მდგენელია ჩვენი ტარიფის დაანგარიშებისას, თუმცა ვფიქრობ, პირველი იანვრიდან შენარჩუნებულია შედარებით დაბალი ფასი შესყიდული ელექტროენერგიის კუთხით, ამიტომ შესაძლებელია არ მოხდეს ჩვენგან ზრდის მოთხოვნა, მაგრამ მაინც სემეკის დასათვლელია», – განაცხადა ბოცვაძემ.

ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია გააჩნია «ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენტა ასოციაციის» ანალიტიკოს ანდრია გვიდიანს. მისი განმარტებით, საკითხის ირგვლივ, საკმაოდ არაკომპეტენტური და ზედაპირული განცხადებები კეთდება, რაც ხელს უწყობს მოსახლეობაში დაძაბული ფონის გაზრდას. გარდა ამისა, გვიდიანი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ტარიფების გადახედვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, გამომდინარე იქიდან, რომ გარდა ლარის კურსისა სხვა ბევრი ფაქტორი არსებობს, რომლებიც ხელს უწყობს ტარიფების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებას.

«თემის აქტუალობიდან გამომდინარე, რასაკვირველია, საკითხს მედიისა და ექსპერტების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, თემასთან დაკავშირებით საკმაოდ გაუაზრებელი და არაკომპეტენტური განცხადებები კეთდება, რაც, რა თქმა უნდა, მოსახლეობაში ქმნის პანიკურ ფონს და, შესბამისად, ზრდის დაძაბულობას.

ამ მცირე განმარტებითი და შემეცნებითი ხასიათის წერილით შევეცდები, წარმოგიდგინოთ დენის ტარიფის აგებულება და ის ფაქტორები, რის გამოც ამ ეტაპზე არ დგას ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვის საკითხი.

პირველ რიგში, უნდა აღნიშნოს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ესენია, – ელექტროენერგიის გენერაცია, გატარება-დისპეჩერიზაცია და განაწილება-დისტრიბუცია. თავის მხრივ, ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების შემთხვევაში, ტარიფი კიდევ რამდენიმე კომპონენტად იყოფა და სულ 5 ნაწილისგან შედგება. ესენია, – ნორმატიული დანაკარგები, კაპიტალური დანახარჯები, საოპერაციო დანახარჯები, ელექტროენერგიის შესყიდვა და საპროგნოზო ინვესტიციები. (ამ შემთხვევაში განვიხილავთ მხოლოდ შესყიდვის კომპონენტს)

ბოლო პერიოდში გაჟღერებული მოსაზრებები ტარიფის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით, უკავშირდება იმ გარემოებას, რომ თითქოს, ლარის გაუფასურების ფონზე გამანაწილებელ კომპანიებს გაეზარდათ ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტი, რაც აუცილებლად გახდება ტარიფის კორექტირების საფუძველი. რა თქმა უნდა, ლარის დევალვაცია საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ტარიფზე (2015-ში სწორედ ეს გახდა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის საფუძველი). Fjallraven Kanken Classic თუმცა, დღეს ლარის კურსის ცვალებადობის გამო ტარიფის ზრდა დღის წესრიგში არ დგას. მართალია ბოლო პერიოდში ლარმა დოლართან მიმართებაში 2,45 ნიშნულს გადააჭარბა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე არსებულ კურსს, შეიძლება ითქვას, რომ 1 წლიან ჭრილში ლარის კურსი საშუალოდ 2,30-2,35 ფარგლებში მერყოებს. შესაბამისად, დროის ამ დიაპაზონში, ლარის დევალვაცია არ არის ისეთი მასშტაბური, რომ დღის წესრიგში დადგეს ტარიფების გადახედვის საკითხი. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ტარიფის კორექტირების განხილვების დროს სემეკმა კურსის საპროგნოზო მაჩვენებელად 2,30 ნიშნული აიღო.

გარდა ლარის კურსისა, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რაც ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ტარიფები არ გადაიხედება. Fjallraven Kanken 20L მაგალითად, 2016 წელს (იანვარი-სექტემბერი) საქართველოში ჰიდლროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ენერგია 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებებს ბევრად აღემატება. nike air max 2016 grijs კერძოდ, 2015 წელს იანვარ-სექტემბერში ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია 5,749 მლნ/კვტ საათი იყო, ხოლო 2016 წლის ანალოგიური პერიოდის გამომუშავებამ 7,352 მლნ/კვტ საათი შეადგინა, რაც 27%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე.

ცხადია, ეს დადებითი ფაქტორია ტარიფის არსებული ნიშნულის შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, ასევე, მნიშვნელოვანია საბალანსო ელექტროენერგიის ფასი. განმარტებისთვის, საბალანსო ელექტროენერგია არის ესკო-ს (ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) მიერ შესყიდული ელექტროენერგია, სადაც უმეტესი წილი იმპორტისგან შედგება. შესაბამისად, საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რეალურად შეიძლება აღქმული იქნას როგორც იმპორტის ფასი. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არის ცვლილებები და საბედნიეროდ, იმპორტის ფასი წინა წელთან შედარებით შემცირებულია. კერძოდ, თუ 2015 წელს ესკოს-ს მიერ გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი იყო 13,67 თეთრი (ანუ ძვირი იმპორტი) 2016 წელს აღნიშნული ფასი გახლავთ 10,11 თეთრი. აღსანიშნავია, რომ სემეკის მიერ ენერგოკომპანიებისთვის საბალანსო ელექტროენერგიის შესასყიდი საპროგნოზო ფასი, ტარიფში ჩადებული იყო 6,532 აშშ ცენტად. ანუ, ამ მაჩვენებელს თუ გავამრავლებთ ამ პერიოდის კურსის საშუალო შეწონილზე (2,34) გამოდის, რომ კომპანიებს საბალანსო ელექტროენერგია უნდა ეყიდათ დაახლოებით 15 თეთრად, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, საბალანსო ელექტროენერგიის ფასი შეადგენს 10 თეთრს.

Leave a Reply

Menu Title