თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

რამდენი დღითაც დავაგვ­იანებთ ხუდონჰესის აშენებას, იმდენად უფრო პრობლემატური გაგვიხდება შემდგომი წლები.

ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა, გია არაბიძემ განაცხადა.


მან ასევე ისაუბრა ელექტროენერგიის ტარიფებზე და აღნიშნა, რომ თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას, ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას.

“მას შემდეგ, რაც ლარის გაცვლითი კურსი შეიცვალა, რამე პროდუქციაზე საქართველოში ფასი შემცირდა? ელექტროენერგიაც პროდუქტია და მისი ფასიც უნდა გაზრდილიყო. ადრეც, როცა ტარიფების კლებაზე დაიწყო ლაპარაკი, მიმაჩნდა, რომ ასე ხელაღებით ტარიფების შეცვლა – გნებავთ, მატების, გნებავთ, კლების თვალსაზრისით, ნამდვილად არ შეიძლება, ეს საქმე პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ. როგორც ენერგეტიკოსი, მაშინაც ვამტკიცებდი და დღესაც ვამტკიცებ, რომ ტარიფი უნდა გაზრდილიყო, სხვა საშუალება ჩვენ არ გვაქვს. სხვა საკითხია, რამდენით – ეს უკვე კონკრეტული დათვლის ამბავია. დამიჯერეთ, თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას, ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას.

ლარი-დოლარის კურსი რომ ასე მწარედ არ წასულიყო ზემოთ, 1,85-ს ფარგლებში თუ და­რ­ჩებოდა, კიდევ შეიძლებოდა ძველი ფასების დატოვება. კურსის 2,25-მდე გაზრდა უკვე პრობლემატურია. ხშირად ამბობენ, წყალი ხომ უფასოაო. წყალი ელექტროენერგია არ არის, ის ტექნოლოგიური პროცესით უნდა მივიღოთ და ამას “მხოლოდ წყალი” არ ჰყოფნის. ეს პროცესი აგრეთვე მოითხოვს მარაგნაწილებს, ზეთებს და ა.შ. ჩვენი ენერგეტიკა დღეს დგას ე.წ. იაფ დენზე, რომელსაც ენგურჰესი გვაძლევს. რამდენი დღითაც დავაგვ­იანებთ არა მხოლოდ ხუდონის, არამედ ნამახვანის, ნენსკარასა და სხვა სადგურების აშენებას, იმდენად უფრო პრობლემატური გაგვიხდება შემდგომი წლები”, – განაცხადა გია არაბიძემ.

bpn.ge

Leave a Reply