უკრაინა ენერგო ბაზრის განსავითარებლად ამერიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს

უკრაინა ენერგობაზრის გასავითარებლად ამერიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს

ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ენერგობაზრის განვითარებაში დაეხმარება. უკრაინული ბუნებრივი აირის მომპოვებელი კომპანია „ნეფტოგაზის“ წარმომადგენელი ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც უკრაინის ბუნებრივი აირის ბაზარი და მისი მომავალი ტენდენციები განიხილეს.

„ნეფტოგაზი“ უკვე მრავალი წელია რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი გაზპრომის პარტიორია. ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებების შედეგად ამერიკა და ევროკავშირი შუამავლების როლში აღმოჩდნენ. გაზპრომი კი მრავალწლიანი კავშირის მიუხედავად უკრაინის ტერტორიაზე ახალ პარტნიორს ეძებს. ამ განხეთქილებებმა ამერიკის ენერგოკომპანიებს საშუალება მისცა უფრო მომგებიან  ევროპულ ბაზარზე შეეღწია.

ნაფთობგაზის აღმასრულებელი დირექტორის გაკეთებული განცხადებით კომპანიაში ამერიკის მხარდაჭერის იმედი აქვთ და მათ მიერ შეთავაზებულ ცვლილებების პაკეტს დადებითად აფასებენ. კომპანიას, ასევე, დასავლური ინვესტიციების იმედი აქვს, რითაც შემცირდება უკრაინის დამოკიდებულება გაზის იმპორტზე.

„ნეფტოგაზმა“ ჰიუსტონში მდებარე კომპანია Frontera Resources-თან ორ წლიან მემორანდუმს  მოაწერა ხელი. ორივე კომპანია უკრაინის მომავალი ენერგო პროექტების შესახებ კვლევებს ჩაატარებს. ასევე მოლაპარაკებები დაიწყება ამერიკული კომპანიის მიერ საქართველოში იმპორტირებად 300 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კიდევ ერთი ამერიკული კომპანია TrailStone უკრაინულ ბაზარზე შესვლას აპირებს. „ნეფტოგაზის“ წარმომადგენლების განცხადებით ისინი სიხარულით მიიღებენ ამ შემოთავაზებას და განიხილავენ სხვა დასავლურ ინვესტიციებსაც, რათა მცირედით მაინც შეამცირონ რუსეთის ზეგავლენა უკრაინაზე.

გიორგი კუკულაძე

Leave a Reply

Menu Title