მთავრობა რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების შედეგად გამოწვეული სხვაობის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სუბსიდირების გეგმას დაამტკიცებს
საქართველოს პრემიერ მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობა რეგიონებში ტარიფის სუბსიდირების გეგმას დაამტკიცებს

რეგინებში გაზრდილი ტარიფის დამტკიცების შემდეგ აქტუალური გახდა ტარიფის სუბსიდირების თემა. ექსპერტების ერთი ნაწილი სუბსიდირების მომხრე არ არის, მათი განცხადებით ნებისმიერი სახის სუბსიდია მხოლოდ შედეგებთან ბრძოლაა და აღნიშნული გადაწყვეტილება გამოსავალი ვერ იქნება, ხოლო მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სუბსიდიის განხორციელება აუცილებელია იმ სოციალური ფონის გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყანაში არის.

მთავრობა რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების შედეგად გამოწვეული სხვაობის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სუბსიდირების გეგმას დაამტკიცებს, – განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„მას შემდეგ რაც ელექტროენერგიაზე რეგიონებისთვის დაკორექტირდა სამომხმარებლო ტარიფი, ჩვენ გადავწყვიტეთ სოციალურად დაუცველი ფენისთვის ეს აგვერიდებინა და 70 000 ქულაზე ნაკლები შეფასების მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ტარიფის ცვლილებით გამოწვეულ სხვაობას სახელმწიფო დაფარავს“, – აღნიშნა პრემიერმა.

23 ივლისს სემეკის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი „ენერგო პრო ჯორჯიას” მომხმარებლისთვის დღგ-ს გარეშე 3,348 თეთრით გაიზარდა. ტარიფი 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს.

Leave a Reply

Menu Title