ირანის დელეგაციასთან ენერგომატარებლების გატარებაზე ვისაუბრეთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გუბაზ სანიკიძე

ირანის დელეგაციასთან ენერგომატარებლების გატარებაზე ვისაუბრეთ

ვენის შეთანხმების წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველო-ირანის ურთიერთობები აქტიურ ფაზაში გადავიდა. სწორედ ამ ურთიერთობების გაღრმავებას და თანამშრომლობის უფრო მეტ გააქტიურებას ეხებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საპარლამენტო ჯგუფის ვიზიტი საქართველოში.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ირანის რესპუბლიკის ორმხრივ ურთიერთობებზე და ენერგეტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. სტუმრები ასევე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით დაინტერესდნენ.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, შეხვედრაზე კონკრეტულ პროექტებზეც იყო საუბარი. „ვისაუბრეთ მეგა-პროექტებზე, როგორიცაა ენერგომატარებლების გატარება ჩვენი პორტების საშუალებით. სტუმრებმა დიდი სურვილი გამოთქვეს საქართველოდან მიიღონ სარწყავი წყალი. თვლიან, რომ საქართველოში ძალიან მიმზიდველი გარემოა ინვესტიციების განხორციებისათვის. საუბარი იყო სხვა საკითხებზეც, ძირითადად, ეკონომიკურ პროექტებზე, რაც ძალიან სერიოზულია და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან პერსპექტიული. ვთვლი, რომ შეხვედრა საინტერესო იყო ჩვენთვისაც და მათთვისაც“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

Leave a Reply

Menu Title