როგორც დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, დოკუმენტს თბილისის მთავრობა დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნის.
დავით ნარმანიას თქმით, დოკუმენტი მიზნად ისახავს თბილისის მწვანე ქალაქად ქცევას, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენების შემცირებას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამ თვალსაზრისით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
„ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ის გამწვანების სტრატეგია და კონკრეტული ქმედებები, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მმართველობაში მოსვლის შემდეგ დავიწყეთ, მიზნად ისახავს ჩვენს ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ თვალსაზრისით ჩვენი აქტივობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული. ამ დოკუმენტის შესრულება სავალდებულო იქნება ყველა სამსახურისთვის. საზოგადოების აქტიური ჩართულობის გარეშე რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ მიიღწევა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, დავით ნარმანის თქმით, თბილისის მერიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქალაქში დასუფთავების ღონისძიებები. თბილისის მერმა მოუწოდა საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან წესრიგი და გაუფრთხილდნენ გარემოს.
„ვყიდულობთ ახალ ტექნიკას, შევიძინეთ ათასობით ნაგვის კონტეინერები. კომპლექსურად სხვადასხვა მიმართულებით გატარებული ღონისძებები აუცილებლად მოგვცემს შედეგს, მაგრამ ის, რომ არ დავაბინძუროთ გარემო თითოეული ჩვენგანის საზრუნავი უნდა იყოს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.