ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გეგმა წარმოადგინა. როგორც გეგმაში არის აღწერილი დიდი ყურადღება დაეთმობა განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას. განსაკუთრებული აქცენტი კი ქარის, მზის და სხვა განახლებადი ენერგიების წყაროებზე გაკეთდება.
“დაწმუნებული ვარ იმაში, რომ არცერთი გამოწვევა არ გვაძლევს, იმაზე დიდი შიშის საბაბს პლანეტის მომავალზე, როგორიცაა დაგვიანებული გადაწყვეტილებების მიღება,“ განაცხადა ობამამ.
გეგმის მიზანს წარმოადგენს 15 წლის მანძილზე მავნე აირების ემისიის გატყორცნის შემცირება გარემოში. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ გამონაბოლქვი 2030 წელს 32%-ით შემცირდება.
“ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომელმაც კლიმატის ცვლილება საკუთარ თავზე გამოცადა, ხოლო რაც შეეხება ამასთან ბრძოლის შესაძლებლობას ჩვენ უკანასკნელები ვართ, ვისაც რაიმე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ.“ განაცხადა ბარაკ ობამამ. მან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას, „,მორალური მოვალეობა“ უწოდა.