თბილისის მერიის გარემოსდაცვითი სტრატეგიის მთავარი მიზნები და ამოცანები

თბილისის მერიის გარემოსდაცვითი სტრატეგიის მთავარი მიზნები და ამოცანები

თბილისის მერის დავით ნარმანიას მთავარი წინასაარჩევნო დაპირება თბილისის ეკოლოგიური პრობლემატიკის  მოგვარება და გაუმჯობესება იყო. ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი საკითხები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელისთვის მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც თითქმის ყოველდღიურად იზრდება გამონაბოლქვისა და სახვა მავნე აირების გამოყოფა ქალაქის მასშტაბით.

ამ პროცესების ფონზე თბილისის მერიამ შეიმუშავა გარემოს დაცვითი 5 წლიანი სტრატეგია. უცვლელად გთავაზობთ ამონარიდებს სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

სტრატეგიის მიზანი:

თბილისში გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად, ადამიანების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის ამ სტრატეგიის მიზანს წარმოადგენს თბილისის გარემოს მდგრადი და ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს თბილისში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, ადგილობრივ დონეზე გარემოს გამოწვევების განსაზღვრის, გარემოს პრობლემების გადასაჭრელად საუკეთესო სტრატეგიების შემუშავების, გარემოსდაცვითი საკითხების დაგეგმარების და შემდგომი განხორციელების გზით და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ჩართულობის უზრუნველყოფის საშუალებით.

სტრატეგიის ამოცანები:

  • ქალაქში ჰაერის ხარისხის შესახებ უკეთესი სურათის მისაღებად, აუცილებელია თბილისში ჰაერის ხარისხის კონტროლის ეფექტური ქსელის განვითარება;
  • უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მდგომარეობის შეფასება და მათ დასაცავად შესაბამისი ზომების შემუშავება და განხორციელება;
  • საწარმოო ობიექტების ირგვლივ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის შექმნა;
  • თბილისის ჰაერის დაბინძურების რუკის შედგენა;
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად:
  • ჰაერის დაბინძურების ხარისხის კონტროლი და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება გარემოს დაცვის კუთხით – ავტომობილის ნაკადის კონტროლი, ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა, ელექტრო-ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შექმნა, მწვანე საფარის გაშენების შესაბამისი დაგეგმარება;
  • თბილისში ჰაერის კონტროლის ამჟამად მოქმედი ქსელის გაფართოება, მათ შორის მობილური სადგურების შეძენა) ახალი დამაბინძურებელის დამატება, მათ შორის მიწისზედა ოზონის, PM2.5, PM10, VOC, PAH;
  • ქალაქში ახალი საკონტროლო ადგილების შერჩევა და ამ ადგილებში ჰაერის ხარისხის საზომი სადგურების მოწყობა;
  • ჰაერის მონიტორინგის მონაცემების შედარება ფონურ მონაცერმებთან;
  • ჰაერის მონიტორინგისთვის სპეციალური ხელსაწყოების შესყიდვა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა;
  • საზოგადოებისთვის ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაციის სწრაფი და მარტივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინტერნეტ პორტალისა და ვებ გვერდის შექმნით. მონაცემები წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთი ფორმატით, რომ ფართო საზოგადოებას ადვილად შეექმნას წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად სუფთაა ან დაბინძურებულია ჰაერი ქალაქში.
  • ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ჩართულობის გაზრდა ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შედგენის სამუშაო პროცესში;
  • ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მონაწილეობა ინფრასტრუქტურული განაშენიანებების დაგეგმვაში, რათა არ გაგრძელდეს ქალაქის მწვანე ზონებში მშენებლობები და არ მოხდეს მრავალსართულიანი შენობების ჩადგმა მდინარე მტკვრის ხეობის გასწვრივ და ქალაქის გარშემო მდებარე მთების ზედა ნაწილებში, რამაც შეიძლება დააბრკოლოს ქარის მოძრაობა და ჰაერის ბუნებრივი გაწმენდისა და თბილისის კლიმატის რეგულირების პროცესი;
  • ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული და მწვანე ზონების გაფართოება, პროექტირება და მოწყობა;
  • ახალი მწვანე ზონების გაშენება და განადგურებული მწვანე ზონების აღდგენა ქალაქისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე;
  • ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მონაწილეობა ტრანსპორტის ემისიების შესამცირებლად სხვადასხვა უწყებების მიერ გასატარებელ ერთობლივ ღონისძიებებში, როგორიცაა:
  • მდგრადი ტრანსპორტის პრინციპების დანერგვაში მონაწილეობა, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, სტრუქტურული  ცვლა ენერგეტიკულად ინტენსიური მოდულებისგან, ინტენსიური სატრანსპორტო დაგეგმარება და მოთხოვნის მენეჯმენტი, დაბალი ნახშირბადის მატარებელი საწვავი და ტრანსპორტის მეტად ელექტრიფიკაცია (ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით – ჰიბრიდები, საწვავი, მობილური კავშირგაბმულობა და ა.შ.):
  • თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის მართვის ოპტიმიზაცია (შუქნიშნების რეგულირების სისტემის დანერგვის ჩათვლით);
  • იმპორტირებულ ავტომობილებზე ასაკობრივი ლიმიტის დაწესება;
  • საწვავის ხარისხისა და გამონაბოლქვის მოთხოვნების თანდათანობითი გამკაცრება;
  • კატალიზური გარდამქმნელის სავალდებულო გამოყენების წესის შემოღება;
  • მანქანების ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერების ხელახალი შემოღება, გამონაბოლქვის შემოწმების ჩათვლით.
  • მანქანების რაოდენობის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა:
  • ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება და კომპლექსური განვითარება და მისი პოპულარიზაციის გაზრდა;
  • ავტომობილების რაოდენობის შემცირების მიზნით  საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ეკოტრანსპორტით ჩანაცვლება;
  • ელექტრო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება და ტრანსპორტის ალტერნატიული სახეობების წინა პლანზე წამოწევა;
  • საფეხმავლო და ველობილიკების არსებული ქსელის გაფართოება;
  • ახალი საფეხმავლო გზებისა და ველობილიკების მოწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.
  • მერების შეთანხმების ფარგლებში მომზადებული მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმის  (SEAP) განხორციელებაში წვლილის შეტანა.
  • სამშენებლო მასალების კონტროლი და მონიტორინგი ჰაერის დაბინძურების კუთხით.

წყარო: თბილისის მერიის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020

Leave a Reply

Menu Title