სამცხე-ჯავახეთში ახალი დვირი ჰესი აშენდება. გთავაზობთ ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს

სამცხე-ჯავახეთში ახალი დვირი ჰესი აშენდება. გთავაზობთ ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს

ენერგეტიკის სამინისტრომ ახალი ჰესის აშენების, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის,  მშენებლობისა და ფლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ახალი ჰესი სამცხე ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს.

ენერგეტიკის სამინისტრომ ინტერესთა გამოხატვა კომპანია შ.პ.ს „მტ გრიინ ენერჯი” განაცხადის საფუძველზე გამოცხადა. სხვა დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს ქ. №2) 2015 წლის 11 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.

დვირი ჰესი მცირე ზომის სეზონური ჰესია, რომლის მუშაობის პრინციპი მოდინებაზეა და აღნიშნული ჰესისთვის კაშხლის აშენება არ იგეგმება.

გთავაზობთ პროექტ „დვირი ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს:

  1. დასახელება: დვირი ჰესი
  2. ადგილმდებარეობა: საქართველო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი
  3. სავარაუდო ნიშნულები: მდინარე მტკვარი, 882-870 მეტრი ზღვის დონიდან
  4. სავარაუდო დადგმული სიმძლავრე: 10,4 მგვტ
  5. სავარაუდო წლიური გამომუშავება: 55,5 მლნ. კვტ/სთ
  6. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება: 15,000,000 (თხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარი
  7. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელების კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დასრულების ვადა: არაუმეტეს 12 თვისა ურტიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის დღიდან
  8. მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ვადა: არაუმეტეს 8 თვისა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მირების დღიდან
  9. ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მირების ვადა: არაუმეტეს 24 თვისა მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობის დაწყების დრიდან
  10. სს“ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორზე“ გასაყიდი ელექტროენერგიის სარეალიზაციო მაქსიმალური ფასი: 6 აშშ ცენტი 1კვტ.სთ
  11. ინტერესტა გამოხატვის შედეგად დაინტერესებული პირის წარმოდგენილი განაცხადის, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების და მემორანდუმის პირობების მიხედვით სამშენებლო გარანტიის წარმოდგენის უზრუნველსაყოფად წარმოსადგენი საბანკო გარანტიის ოდენობა: 52 ათასი აშშ დოლარი, ვადა: 24 თვე.

გიორგი კუკულაძე

Leave a Reply

Menu Title