იმერეთში ახალი "ხანი ჰესი 7" აშენდება. გთავაზობთ ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს

იმერეთში ახალი “ხანი ჰესი 7” აშენდება. გთავაზობთ ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს

ენერგეტიკის სამინისტრომ ახალი ჰესის აშენების, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის,  მშენებლობისა და ფლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ახალი ჰესი იმერეთის რეგიონში მდებარეობს.

ენერგეტიკის სამინისტრომ ინტერესთა გამოხატვა კომპანია შ.პ.ს „სვს-საქართველოს” განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა. სხვა დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს ქ. №2) 2015 წლის 11 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.

„ხანი ჰესი 7“ მცირე ზომის სეზონური ჰესია, რომლის მუშაობის პრინციპი მოდინებაზეა და აღნიშნული ჰესისთვის კაშხლის აშენება არ იგეგმება.

გთავაზობთ პროექტ „ხანი ჰესი7“ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს:

  1. დასახელება: „ხანი ჰესი 7“
  2. ადგილმდებარეობა: საქართველო, იმერეთის რეგიონი
  3. სავარაუდო ნიშნულები: მდინარე მტკვარი, 145-88 მეტრი ზღვის დონიდან
  4. სავარაუდო დადგმული სიმძლავრე: 6,4 მგვტ
  5. სავარაუდო წლიური გამომუშავება: 48,1 მლნ. კვტ/სთ
  6. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება: 10,560,000 (ათი მილიონ ხუთას სამოცი ათასი) აშშ დოლარი
  7. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელების კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დასრულების ვადა: არაუმეტეს 12 თვისა ურტიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის დღიდან
  8. მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ვადა: არაუმეტეს 8 თვისა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მირების დღიდან
  9. ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მირების ვადა: არაუმეტეს 24 თვისა მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობის დაწყების დრიდან
  10. სს“ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორზე“ გასაყიდი ელექტროენერგიის სარეალიზაციო მაქსიმალური ფასი: 6 აშშ ცენტი 1კვტ.სთ
  11. ინტერესტა გამოხატვის შედეგად დაინტერესებული პირის წარმოდგენილი განაცხადის, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების და მემორანდუმის პირობების მიხედვით სამშენებლო გარანტიის წარმოდგენის უზრუნველსაყოფად წარმოსადგენი საბანკო გარანტიის ოდენობა: 52 ათასი აშშ დოლარი, ვადა: 24 თვე.

Leave a Reply

Menu Title