საუდის არაბეთმა ჩინეთში ექსპორტირებული ნედლი ნავთობის რაოდენობა შეამცირა

საუდის არაბეთიდან ჩინეთში ექსპორტირებულმა ნედლი ნავთობის ფასმა, ბოლო ხუთი თვის მონაცემების მიხედვით უმცირეს მაჩვენებელს მიაღწია. ამის შედეგად ადგილობრივმა ქარხნებმა ნავთობის გამოყენება  ქვეყნის მარაგიდან დაიწყეს, რამაც  ჩინეთის რამოდენიმე ფაბრიკის დახურვა გამოიწვია.

მსოფლიოს უდიდესი ნავთობექსპორტიორი ქვეყანა მაისში, ყოველდღიურად 6.94 მილიონ ბარელს აგზავნიდა ჩინეთში მაშინ როცა  ეს მაჩვენებელი აპრილში 7.74 მილიონს შეადგენდა. ამ თვეში ექსპორტირებული ნავთობის რაოდენობა დეკემბრის შემდეგ ყველაზე ნაკლებია.

ქვეყნის შიგნით არსებულ ქარხნებში დაიწყო ნავთობის უფრო დიდი რაოდენობის გამოყენება და ამიტომ შემცირდა ქვეყნის გარეთ გასატანი პროდუქტი.

საუდის არაბეთის ერთ-ერთი ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით ქვეყნის ნავთობექსპორტს სეროზული პრობლემა ექნება თუკი ჩინეთი მასთან შეთანხმებას გააუქმებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ეს კარგი მაგალითი იქნება ნავთობის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნებისთვის  და მათ ურჩევს, რომ ნავთობის ბაზრის გაზრდის მიზნით ერთი ქვეყანის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. განსაკუთრებით მაშინ როცა ნედლი ნავთობის ფასი წელს 0,5%-ით დაეცა მაშინ როცა შარშან სექტემბერში ფასის ვარდნა მხოლოდ 0,1 %-ით იყო და 57 დოლარს შეადგენდა.

კვლევითი ორგანიზაციების მონაცემების მიხედვით, საუდის არაბეთის ქარხნები მაისის თვის მონაცემებით, დღეში 2,4 მილიონ ბარელ ნავთობს იყენებდნენ, აპრილში კი 2,2-ს. ქვეყანაში ელექტროენერგიის მისაღებად გამოყენებული ნავთობის რაოდენობა კი 89%-მდე გაიზარდა. არაბეთში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და მდგომარეობის გამოსასწორებლად ახალი ქარხნები შენდება. ქვეყნის წარმომადგენლებს იმედი აქვთ რომ ზაფხულის სიცხე შეამცირებს ნედლ ნავთობზე მოთხოვნას და რომ ისინი აგვისტოს ბოლოს ნავთობის ბაზარზე ახალი ენერგიით დაბრუნდებიან.

გიორგი კუკულაძე

Leave a Reply

Menu Title