გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

როგორ ცვლის გადამუშავებული ნახშირბადი ბუნებას

ეკოლოგების განცხადებით, სათბურების მიერ გადამუშავებული გაზის მიერ გამოყოფილი ნახშირბადი გლობალური დათბობის მთავარი მიზეზია. მაგრამ რა მოხდებოდა, რომ  შეიძლებოდეს ამ მავნე მნივთიერებების კიდევ ერთხელ გადამუშავება და სასიკეთოდ გამოყენება?

დღევანდელი ენერგორესურსების გადამუშავების შემდეგ მიღებული ნარჩენების უდიდეს ნაწილს სწორედ ნახშირბადის დიოქსიდი წარმოადგენს და მისი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სწორედ ნახშირბადის დიოქსიდი, არის კლიმატში მომხდარი ცვლილებების ძირითადი გამომწვევი მიზეზი. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ნახშირბადის დიოქსიდის გადამუშავება გლობალურ დათბობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

გამოყნებული ნახშირბადის გადამუშავება

მრავალი წელია იკვლევენ საშუალებებს რომლითაც შეიძლება ნავთობის და ქვანახშირის გადამუშავებისგან გამოყოფილი ნარშირბადის დაგროვება და საიმედოდ შენახვა. მაგალითად გამოყოფილი და ჯერ კიდევ ატმოსფერომდე არ მისული ნახშირბადის  მაქსიმალურ დონემდე შეკუმშვა და მისი მიწისქვეშ შენახვა.

ამ ინოვაციას ინდუსტრიაში წრიულ ეკონომიკას უწოდებენ. ნავთობის, გაზის და ქვანახშირის გადამუშავებით ყველაზე მეტი ნახშირბადი გამოიყოფა ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში მათზე კანონები გაამკაცრეს და გადასახადები გაზარდეს. კანადაში 1 ტონა გამოყოფილ ნახშირბადზე გადასახადი 15 დოლარს შეადგენს, ბრიტანეთში კი 30-ს.

კომპანიები ნახშირბადის დიოქსიდს შემოქმედებითად იყენებენ

ამერიკული კომპანია Novomer გადამუშავებული ნახშირბადისგან უკვე წარმატებულად იღებს ნახშირბადის პოლიპროპილენს და მათი საშუალებით სამრეწველო სამუშაოებისთვის წებოვან მასალებს ამზადებს. კომპანია Bayer კი ამ გზით ლეიბებს ამზადებს.

კომპაანიები, ასევე, მუშაობენ ქვანახშირისგან მიღებული ნახშირბადის მშრალ წმენდაში გამოსაყენებლად. ეს გარემოს დაცვაში დიდ ზეგავლენას მოახდენს, რადგანაც ამის შედეგად მწარმომებლებს აღარ დასჭირდბათ მილიონობით ლიტრი წყლის გამოყენება.

გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი

დღეს  ნახშირბადის გადამუშავება ძვირი პროცესია, თუმცა უკვე იკველევენ თუ როგორ შეიძლება ეს უფრო იაფასიანი და ადვილად განსახორციელებელი პროგრამა გახდეს.

საჭიროა უფრო მეტმა კომპანიამ დაიწყოს მუშაობა მსგავს პროგრამებზე რათა მაქსიმალურად შემცირდეს გარემოზე გავლენა.

გიორგი კუკულაძე

 

 

Leave a Reply