დღესდღეობით წყალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესურსია ელექტროენერგიის გამომუშავებაში. არსებული სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით 15% სწორედ ჰიდრორესურსებზე მოდის.
ენერგეტიკის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის. იმ პირობებში, როცა მსოფლიო ეკონომიკა იზრდება და შესაბამისად მატულობს სხვადასხვა ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი, აუცილებელია ამ პროცესს პარალელურ რეჟიმში მიჰყვეს ენერგეტიკის განვითარება და ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობა.
მიუხედავად ამისა, დღევანდელ რეალობაში, საკმაოდ დიდი პრობლემაა ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების ურთიერთკავშირი. ასევე მნიშვნელოვანწილად ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის განვითარება დაკავშირებულია გლობალური დათბობის საკითხთანაც. სწორედ, ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ენერგეტიკის მდგრად განვითარებაზე, უნდა ითქვას, რომ ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება განახლებადი ენერგიების ათვისების პროცესს.
განახლებადი ენერგორესურსების ათვისება ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტიპის რესურსი გაცილებით ეკოლოგიურად სუფთაა. განახლებადი რესურსები, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირება.
განახლებად რესურსებში ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ჰიდრო პოტენციალია, თუმცა ისმის კითხვა რამდენად სუფთაა ჰიდროელექტროსადგურებით გამომუშავებული ენერგია?
მსოფლიოს მასშტაბით ბევრი გარემოს დაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციების მტკიცებით ჰიდროელექტროსადგურებზე მოწყობილი კაშხლები ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენენ კლიმატის ცვლილებაზე.
გარემოს დამცველების მტკიცებით ჰიდროელექტროსადგურებზე არსებულ კაშხლებს დიდი უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნებისა და მტკნარი წყლების განვითარებაზე.
კაშხლების აშენება, ასევე, დიდ გავლენას ახდენს ფლორისა და ფაუნის არსებობაზე. როგორც მოგეხსენებათ დიდი კაშხლების ასაშენებლად საჭიროა დიდი ტერიტორიების დატბორვა, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს კლიმატზე ზემოქმედებას. აქვე გასათვალისწინებელია, ისიც, რომ კაშხლები დიდი პრობლემას ქმნის მდინარეეში არსებული თევზების სიცოცხლისუნარანობაზე.
კლიმატზე უარყოფითი გავლენის პარალელურად, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს აღსანიშნავია, რომ კაშხლები ხელს უწყობს ისეთი, მავნე ნივთიერებების აკუმულირებას და მათ ემისიას როგორიცაა მაგალითად მეთანი. აღნიშნული ნივთიერება კაშხლის ფსკერზე ბუნებრივად ილექება და ამით ფაქტიურად ხდება გარემოდან ამ ნივთიერების ემისია. აქვე აღსანიშნავია, რომ მეთანი 28%-ით მძიმე ნივთიერებაა ვიდრე კარბონის დიოქსიდი (co2).
ჰიდრორესურსების ათვისებასა და მისი კლიმატის ცვლილებების კავშირზე საკმაოდ ბევრი საუბარი შეიძლება, თუმცა სანამ პოლიტიკოსები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას და არ დაიწყებენ გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირებაზე ფიქრს აღნიშნული პრობლემის მოგვარება ფაქტიურად შეუძლებელია. ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მოხდეს სხვადასხვა ქვეყნებში საკანონმდებლო დონეზე ენერგორესურსებისა და გარემოს ურთიერთქმედების რეგულირება.
გიორგი კაპანაძე