ჩინეთში „ჰუბეი“-ის პროვინციაში ახალი ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი 9 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. ახალი მაგისტრალის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ 6,8 მილის გზატკეცილი პირდაპირ ხეობაში მდინარეზეა აშენებული.
მდინარეზე გზის აშენების გადაწყვეტილება გარემოს დაცვითი მოტივებით იყო განპირობებული და აღნიშნული მშენებლობით, საკმაოდ დიდი ტყის მასივი გაკაფვას გადაურჩა. გარემოს დამცელი ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნული მშენებლობა უკვე შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დადებითი პროექტი.
მაგისტრალის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი ჩენ ჯინინგი, რომელმაც ეკოლოგიური კუთხით აღნიშნული გზა დადებითად შეაფასა, მან ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტების გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროექტის ეკოლოგიური მხარე და თითოეული მათგანი განხორციელებამდე ძალიან მნიშვნელოვან კვლევებს გადის” – ჩენ ჯინინგმა
ახალ მაგისტრალს პირობითად წყლის გზა ჰქვია.
გიორგი კაპანაძე