კლიმატის ცვლილების კონვენციის ახალი ხელშეკრულების სამუშაო დოკუმენტზე მსჯელობა გაიმართა

კლიმატის ცვლილების კონვენციის ხელშეკრულების სამუშაო დოკუმენტზე მსჯელობა გაიმართა

კლიმატის ცვლილების კონვენციის ახალი ხელშეკრულებისთვის, საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (INDC) სამუშაო დოკუმენტზე იმსჯელეს. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიმართეს.

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვაში მონაწილეობა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. დოკუმენტის საბოლოო ვერსია კი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციამ ვარშავაში კონვენციის მხარე-ქვეყნებისგან მოითხოვა. დოკუმენტი საფუძვლად დაედება მომავალ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელსაც მიმდინარე წლის დეკემბერში პარიზში მიიღებენ. შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა.

„ჩავატარეთ შეხვედრა არასამტავრობო ორგანიზაციებთან, წყლის კანონტან დაკავშირებით, უნდა აღნიშნოს, რომ ნარჩენების კოდექსის შემდეგ ეს არის მეორე ყველაზე დიდი პროექტი“ განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ

Leave a Reply

Menu Title