ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე პრემიერი - კახა კალაძე

გავიდა დრო, როცა ქვებით მიმოვფანტეთ ურთიერთობები

ევროსაბჭოს და იუნესკოს გადაწყვეტილებით ენგურჰესის თაღოვან კაშხლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

აღნიშნული კულტურული ღონისძიებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქართულ-აფხაზურ პერსონალს მადლობა გადაუხადა.

“არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი ურთიერთობა აფხაზებთან, წლებია ენგუჰესი იყო ერთადერთი დამაკავშირებელი ფაქიზი კომუნიკაცია, რაღაც ადამიანური, სოციალური, საქმიანი ურთიერთობების ხელმოსაჭიდი კავშირი.
მე იმედი მაქვს, რომ ეკონომიკური, კულტურული თუ სპორტული კომუნიკაციები ხელს შეუწყობს ჩატეხილის გამთლიანების დასაწყისს. საშუალებას მისცემს შვილების თაობას, მამების შეცდომები გამოსწოროს და ახალი კუთხიდან დაიწყონ წერა ურთიერთობის, უახლესი ისტორიის, ისტორიის, რომელიც დასაბამიდან დღემდე ერთი გვქონდა და კვლავაც ერთი უნდა გვქონდეს. გავიდა დრო, როცა ქვებით მიმოვფანტეთ ურთიერთობები ადამიანები, სიცოცხლე, დადგა დრო, ქვების შეგროვება დავიწყოთ.
ჩვენ ამ ქვებით -ამ ადამიანური ურთიერთობების, ყოვედღიურობაში, მშვიდობიანობისას აღმოჩენილი გმირებით და ახალი თაობებით ავაშენებთ ზუსტად ისეთივე სახლს – საერთო სახლს, როგორიც ნებისმიერ პატრიოტს და თავის ხალხზე შეყვარებულ ქართველს, აფხაზს თუ ნებისმერი სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქის ოცნებაა.
ჩვენ ყველანი საუკუნეები ვცხოვრობდით ერთად, საერთო გზა გამოვიარეთ და ეს გზა კვლავაც ერთად უნდა განვლოთ. ამ გზას ისევ და ისევ გაანათებს ენგურგესი და ის  იქნება მოწმე დიდი ერთობის  და დიდი მიტევების, დიდი შრომის და დიდი პროფესიონალიზმის“, – განაცხადა კალაძემ.

 

Leave a Reply

Menu Title