აზერბაიჯანში ქარის ახალ ელექტროსადგურს ტესტავენ

აზერბაიჯანში ქარის ახალ ელექტროსადგურს ტესტავენ

აზერბაიჯანის ალტერნატიული და განახლებადი ენერგიის წყაროების სახელმწიფო სააგენტო ქარის ახალ ელექტროსადგურ “Ени Яшма”-ს ტესტავს. ქარის ელექტროსადგურ “Ени Яшма”-ს გამომუშავების 50 მეგავატი აქვს,-აღნიშნულის შესახებ Trend.az წერს.

“ამ ეტაპზე, ელექტროსადგურის ტერიტორიაზე 20 ტურბინიდან, ერთდროულად 18-ის ტესტირება მიმდინარეობს. ტესტირების დასრულების და მათი საერთო ენერგოსისტემაში ჩართვის შემდეგ, სადგური მთელი სიძლიერით ამუშავდება”,-აცხადებს პრესსამსახური.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანში, 100-მდე ალტერნატიული ელექტროენერგიის მიღების ობიექტის მშენებლობა იგეგმება. 2014 წელს აზერბაიჯანის ინვესტიციებმა ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების მხრივ 63,6 მილიონ მანათს მიაღწია, საიდანაც 34,9 მილიონი მანათი მზის ენერგიის დანადგარების განვითარებას მოხმარდა, ხოლო 28,7 მილიონი მანათი-ქარის დანადგარების განვითრებას. 2000 წლიდან მოყოლებული, აზერბაიჯანში, აღნიშნულ დარგში ჩადებულმა ინვესტიციებმა 800 მილიონ მანათს მიაღწია,-წერს Trend.az.

Leave a Reply

Menu Title