თბილისში დენის ტარიფის შესახებ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დამოკიდებულია შემდგომ პროცესებზე
ენერგოომბუდსმენი - სალომე ვარდიაშვილი

თბილისში დენის ტარიფის შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებულია შემდგომ პროცესებზე

სემეკში, “თელასის” სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებაში ყველა მნიშვნელოვან კომპონენტზე მუშაობა დასრულდა. ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, კომისიის აპარატიდან მონაცემები ცნობილია, თუმცა ეს არის პირველადი და სამუშაო ვარიანტი. „პროცესები მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს. რისი გარანტიც არის თვითონ ენერგოომბუდსმენის აპარატი მარეგულირებელ კომისიასთან ერთად. პროცესი არის აბსოლუტურად საჯარო და შესაძლებლობა გვაქვს, ყველა დაინტერესებულ პირს მასში მონაწილეობა მივიღოთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ენერგოომბუდსმენმა. სალომე ვარდიაშვილის თქმით, ის ვერ იტყვის სავარაუდო მონაცემებს “თელასის” ტარიფის გაზრდასთან ან სხვა რაიმე ცვლილებასთან დაკავშირებით.

“სავარაუდო მონაცემებს ტარიფის გაზრდასთან ან სხვა რაიმე ცვლილებებთან დაკავშირებით “თელასთან” მიმართებაში ამ დროისთვის ვერ გეტყვით. თუმცა, როგორც “ენერგო პროსთან” მიმართებაში მოხდა და მთავრობამ მყისიერად აიღო თავის თავზე სუბსიდირების თემა, ვფიბრობ, რომ ქალაქის მთავრობა მაინც მზად უნდა იყოს, რომ მომხმარებელთა იმ ნაწილის უფლებები იყოს დაცული, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. თუმცა ამ ეტაპზე თბილისში დენის ტარიფთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დამოკიდებულია შემდგომ პროცესებზე და შემდგომ გაანგარიშებებზე, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს”, – განმარტა ვარდიაშვილმა.

ენერგოომბუდზმენ სალომე ვარდიაშვილის თქმით “თელასის” მიერ სემეკისთვის სატარიფო განაცხადით მიმართვა გარდაუვალი იყო.

“მას შემდეგ, რაც თბოელექტროსადგურების ტარიფი გაიზარდა, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ გამანაწილებელი კომპანიები სატარიფო განაცხადით მიმართავდნენ კომისიას”, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.

დღეს სემეკში “თელასის” სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სემეკ-მა “თელასს” დენის შესყიდვის სავარაუდო ფასად 11,173 თეთრი განუსაზღვრა, რომლის თანახმადაც 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, კომპანია “თელასს” სავარაუდო შესყიდვის ფასი განუსაზღვრა 11,173 თეთრი კვტ.სთ-ზე. ამ დრომდე შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი არის 5,480 თეთრი კვტ-სტ-ზე.

Leave a Reply

Menu Title