რუსული ტერაქტები თურქეთში და საქართველო - ვინ და რატომ აფეთქებს სტრატეგიულ მაგისტრალებს?

რუსული ტერაქტები თურქეთში და საქართველო – ვინ და რატომ აფეთქებს სტრატეგიულ მაგისტრალებს?

აზერბაიჯანელი ექსპერტების მოსაზრებით, თურქეთში, ბაქო-თბილი ერზერუმის მილსადენზე მომხდარი ტერორისტული აქტები რეგიონში ფართო მასშტაბიან და რთულ გეოპოლიტიკურ პროცესებზე მიუთითებს.

ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მაგისტალურ მილსადენებე მომხდარი ტერაქტები, გარდა იმისა რომ მიზნად ისახავს თურქეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებას, გეოპოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი რგოლია, რასაც თან ერთვის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-თბილი ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთის რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრა.

ბაქოელი ექსპერტები თვიალნ რომ, მილსადენის თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრამ დასავლეთი დააფიქრა იმაზე, რომ ამ ფორმით კრემლი ცდილობს რეგიონში სკაუთარი ძალის დემონსტრირებას და დასავლეთს აჩვენებს თუ ვინ არის ბატონ-პატრონი კავკასიაში. ენეგოუსაფრთხოების ექსპერტი ნიკა კოლემანი ჟურნალ Platts-ის სტტაიაში წერს რომ, ბოლო დროს აზერბაიჯანული და ყაზახური ნავთობის მიმართ შჭეერთებული შტატების ყურადღება შესუსტდა და ეს აიხსენბა ნავთობის მოპოვების ტემპის ვარდნით და თავად ამერიკაში ნავთობის მოპოვების გაზრდით, თუმა რეგიონის ენერგორესურსები დასავლეთის ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ სწორედ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შემდეგ, BP-ს ნავთობსადენის ხაზს იქეთ მოქცევამ გამოიწვია. ამასთან განსაკუთრებული ყურადღება დასავლეთმა კასპიის რეგიონს კი თურქეთში მომხდარი ტერაქტების შემდეგ მიაპყრო. ლონდონის სამეფო ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ზაურ შირიევის განცხადებით, სტატეგიულ მილსადენებზე მომხდარი თავდასხმების უკან რუსეთი დგას. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული სტრატეგიული კვევის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი თვლის რომ, აზერბაიჯანი ძალ-ღონეს არ იშურებს ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მეშვეობით ყაზახური და თურქმენული ნავთობის ექსპორტირებისთის, რაც მოსკოვის გაღიზიანებას და შეშფოთებას იწვევს.

pirveliradio.ge

 

Leave a Reply

Menu Title