FITCH -მა “ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეიტინგის პროგნოზი გაუუარესა

გავლენიანმა სააგენტომ ენერგეტიკულ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“  რეიტინგი  „BB-“  დონეზე დაუდასტურა, თუმცა, პროგნოზი „სტაბილურიდან“  „ნეგატიურით“ შეუცვალა. ეს  Fitch-ის მიერ კომპანიისთვის მინიჭებული ბოლო რეიტინგია.

რეიტინგის გადახედვა დაკავშირებულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავარი აქციონერის რეიტინგის ცვლილებასთან  და ამ კომპანიებს შორის მჭიდრო კავშირს  ასახავს.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2020 წლის პირველ ნახევარში სუსტი მაჩვენებლები ჰქონდა, რაზეც გავლენა მოახდინა ელექტროენერგიის მოხმარების 10%-იანმა კლებამ,ასევე მაღალი ძაბვის მომხმარებლებისთვის მიწოდების 14%-იანმა კლებამ, რაც ბაზრის ლიბერალიზაციით არის განპირობებული.

ამასთან,ცუდი ჰიდროგამომუშავების გამო კომპანიას გაეზარდა ელექტროენერგიის შესყიდვისთვის გაწეული ხარჯები.

 წყარო: „ბიზნეს პარტნიორი“

Leave a Reply

Menu Title