უკრაინამ რუსეთისგან გაზის ყიდვისთვის საჭირო დაფინანსება ვერ მიიღო

უკრაინამ რუსეთისგან გაზის ყიდვისთვის საჭირო დაფინანსება ვერ მიიღო

რუსეთისა და უკრაინის დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო უკრაინას ჩრდილოელი მეზობლისგან ენერგომატარებლებზე ფასები გაეზარდა. უკრაინის ხელისუფლებამ შექმნილი რეალობიდან გამოსავლის ძებნა ევროპელებთან დაიწყო, თუმცა წარუმატებლად დასრულდა უკრაინის მორიგი მცდელობა, ევრობანკირებისგან, რუსეთის გაზის ყიდვისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით. უკრაინას, გაზმომარაგება უახლოესი სეზონისათვის ესაჭიროება,-აღნიშნულის შესახებ rbc.ru წერს.

როგორც უკრაინის ენერგეტიკის სამნისტროს ხელმძღვანელი, ვლადიმერ დემჩიშინი აცხადებს, შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, რადგან ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდნენ ევროპის საბანკო ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომლებსაც უნდა გამოეყოთ ფინანსები,-აცხადებს РИА. შედეგად, დენჩიშინს, ევროკომისიის ენერგეტიკის ვიცე-პრეზიდენტთან, მაროშ შეფჩოვიშთან მოუწია შეხვედრა. შეხვედრაზე მხარეებმა, ბრიუსელისგან დახმარების მიღების რამოდნეიმე ვარიანტი განიხილეს. შეფჩოვიშმა გამოთქვა იმედი, რომ კიევი შეძლებს 19 მილიარდი კუბომეტრი გაზის მოპოვებას მიწისქვესა გაზისშემნახველი სისტემიდან.

ibusiness.ge

Leave a Reply

Menu Title