Global Energy- მ მსოფლიო ენერგეტიკაში მიღწევების შესახებ ანგარიში წარადგინა

ასოციაციის პრეზიდენტის, სერგეი ბრილევის თქმით, ანგარიშში წარმოდგენილმა იდეებმა შესაძლებელია რადიკალურად შეცვალოს მსოფლიო ენერგომოხმარების სტრუქტურა.

”ეკონომიკური ეფექტურობის თვალსაზრისით, ანგარიშში წარმოდგენილი იდეები ჯერ კიდევ შორსაა ტრადიციული ენერგეტიკისგან. ნახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის საჭიროება არსად გაქრება, მაგრამ ეს იმედისმომცემი იდეებია CO2–ის ემისიების შემცირებისა და დაბალანსებული  ენერგოსისტემებისა და ინტეგრირებული ენერგეტიკული კომპანიების შესაქმნელად.

მოხსენებაში წარმოდგენილი ნოვატრული ტექნოლოგიების ათეულში შედის:

ნახშირბადის მოპოვება და შენახვა (ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას იძლევა გამოიყოს CO2 სამრეწველო და ენერგიის წყაროებიდან, ატმოსფეროსგან მათი გრძელვადიანი იზოლაციის უზრუნველყოფით).

ჭკვიანი ქსელები (ჭკვიანი ქსელი, ციფრული ტრანსფორმაციის ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას იძლევა მონაცემთა დიდი ბაზების გამოყენების ენერგიის წარმოების, მოხმარების, განაწილების, ეფექტურობისა და საიმედოობის გასაუმჯობესებლად);

წყალბადის ენერგია (წყალბადის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისა და მანქანების საწვავისთვის);

მცირე მოდულის მქონე რეაქტორები (ბირთვული ენერგიის განვითარება, მცირე და საშუალო სიმძლავრის რეაქტორების წარმოების მეშვეობით).

ელექტროენერგიის ბუნებრივ აირზე გადაყვანა (ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას იძლევა ზედმეტი ენერგის გამოყენების მეთანის ან თხევადი გაზის წარმოებისთვის, რომელიც თავის მხრივ შემდეგ შეიძლება გადაიქცეს ელექტროენერგიად).

ენერგიის კომპაქტური და ეფექტური შენახვა (სუპერ კონდენსატორების, ანუ ისეთი მოწყობილობების განვითარება, რომლებსაც შეეძლებათ სამრეწველო მასშტაბით ელექტროენერგიის აკუმულირება);

ნარჩენების გადამუშავება და ენერგიად გადაქცევა (ტექნოლოგიები, რომლებიც იძლევა ელექტროენერგიისა და სითბოს წარმოებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების შედეგად);

ბიოსაწვავი (მცენარეული ან ცხოველური ნედლეულისგან ახალი თაობის ეკოლოგიურად სუფთა ბიოსაწვავის წარმოებისა და გამოყენების ტექნოლოგიები);

ქიმიური საწვავი მზის სხივიდან დახელოვნური ფოტოსინთეზი (ქიმიური ტექნოლოგიები, რომლებიც ასრულებენ ფოტოსინთეზის ბუნებრივ პროცესს).

Leave a Reply

Menu Title